ცნობილმა ნეაპოლელმა ადვოკატმა და თავისი ქალაქის გუნდის დიდმა ქომაგმა მარიო კოლელამ ხვიჩას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა: „მან 33 წლის შემდეგ მესამე სკუდეტოს მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და ამისათვის მხოლოდ მადლობლები უნდა ვიყოთ. ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება გახრწნილი (დიახ, გახრწნილი) და ვულგ
ხვიჩა მსგავს მოთამაშეს ახლა იშვიათად ნახავ, „ველური ფეხბურთელია“, ხასიათის ზოგიერთი სისუსტის მქონე პოეტია. ის ბავშვებს აიძულებს თავი შეაყვაროს და დარჩეს იმ თაობის გულში, რომელსაც მარადონას ეპოქა არ ახსოვს. ამან და უკვე მხოლოდ ამან უნდა შეგაგრძნობინოთ ამ ბიჭის მნიშვნელობა და კარგი ზეგავლენა ნეაპოლზე. ნებისმიერი სხვა მსჯელობა მიუღებელია და სამწუხაროდ, „კვარას“ ალბათ, აქ აღარ ვიხილავთ. პირადად მე მისი მადლობელი ვარ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ამ ახალგაზრდას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თავისთვის და ქომაგებისთვის, ლამაზი თამაშით და ბავშვური გამოხედვით. ყველაფერი შეიძლება დაივიწყო, მაგრამ საჩემპიონო ტიტიული - არა. ხვიჩამ არ უნდა დაგვივიწყოს და არც ჩვენ დავივიწყებთ, არ დავივიწყებთ შენს არცერთ გოლს, არცერთ დრიბლინგს. Ciao, Kvara“.
ლუკა ჩირილო (Areanapoli-ს საფეხბურთო მიმომხილველი): „ქართველთან სამწუხარო დამშვიდობება დე ლაურენტისის შეცდომის შედეგად სწორედ ასეთი ფინალით უნდა დასრულებულიყო. კვარაცხელია ნამდვილი პროფესიონალი და შესანიშნავი ფეხბურთელია, ნეპოლელელი ტიფოზების კერპია და სხვა დამოკიდებულებას იმსახურებდა. ის პირობების გაუმჯობესებას ამაოდ ელოდა, აურელიო კი ისე ეპყრობოდა, როგორც პერიფერიიდან ჩამოყვანილ პატარა ბიჭს, ეგონა კონტრაქტით მიაჯაჭვა, რაც ქართველის თამაშზე აისახა. „ნაპოლი“ ლიდერია, ხვიჩას მეორედ შეეძლო ჩემპიონი გამხდარიყო და როგორი შანსი გაუშვა ხელიდან. თუმცა მას ოჯახი ჰყავს, უკეთეს მომავალზე ზრუნვა მართებს. ცხოვრება გრძელდება, 11 მილიონად შეძენილ ქართველში მინიმუმ 80 მილიონს მიიღებენ და ყველა დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს.“
ანტონიო პაპა (Canale 21-ის ჟურნალისტი): „ხვიჩა ჩემი გულის ნაწილია. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ლუჩანო სპალეტის შემდეგ სკუდეტოს მთავარი არქიტექტორია, ჭეშმარიტი ვარსკვლვია და გაკვირვებული ვარ მის მიმართ ზოგიერთის უსირცხვილო დამოკიდებულებით. მეზიზღება ყველა, ვინც ეს საფეხბურთო სილამაზე უცებ დაივიწყა, თითქოს ასეთი ჩემპიონები ბევრი გვენახოს. მარადონა 40 წლის შემდეგ რომ დაბადებულიყო, ის მარადონა არ იქნებოდა, რადგან ყოველთვის იარსებებენ ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ სულში ჩაგაფურთხონ. „კვარა“ ფეხბურთში როგორც ყვავილი ძალიან ადრე და ხმაურიანად გაიფურჩქნა, სადაც მარადონებს არ შეუძლიათ არსებობა. უბრალოდ არ შეუძლიათ. წარმატებებს ვუსურვებ კვარაცხელიას და იმედი მაქვს, მთელ მსოფლიოს კიდევ აჩვენებს იმას, რაც ჩვენს თვალწინ მოხდა. არიან ადამიანები, რომელთაც ამის დავიწყება არ შეუძლიათ. უკეთეს მომავალზე იოცნებე, ხვიჩა, ჩვენს ვიოცნებებთ“.
გვიდო ტრომბეტი (ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილი რექტორი, პროფესორი): „ნერესი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ „კვარასგან“ განსხვავებით „ცალფეხაა“. ბრაზილიელის განდიდებით ქართველისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდნენ. ცხადია, პსჟ-ში გადასვლა მის ცხოვრებას შეცვლის. ისიც ნათელია, რომ მას მეწარმეთა ჯგუფი როგორც საწარმოს ისე მართავს“.
Areanapoli-მ ხვიჩას ბავშვობის სურათი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ნაპოლიმ“ გარეგნულადაც გააუმჯობესა: „როდესაც ნეაპოლში ჩამოვიდა, სრულიად სხვაგვარად, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, თუმცა ყოველთვის მოკრძალებული ბიჭი იყო, რომლისთვისაც ფეხბურთი ცხოვრების მთავარი მიზანია. 70-80-იანი წლების მოთამაშეს მოგაგონებდათ. მას შემდეგ ვარცხნილობა შეიცვალა, მოდურადაა ჩაცმული, თუმცა მოედანზე მუდამ გამორჩეული გახლდათ, ევროპის საუკეთესო კლუბების ყურადღება მიიპყრო და პსჟ-ში გადადის“.
Il Mattino იტყობინება, რომ კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლის გამო, მათი გამოცემის სოციალურ ქსელებში ხელმომწერთა რაოდენობა 36 ათასით შემცირდა.
ბოლო ინფორმაციით, „კვარა“ კერძო თვითმფრინავით საღამოს გაემგზავრება პარიზში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
როდესაც ხორცს მოსახარშად დადგავ,დუღილს რომ მიუახლოვდება,ქაფი იწყებს ამოსვლას.ქაფი ჯერ ძალიან ჭუჭყიანია,რომელსაც ხდიან,კიდევ ხდიან და კიდევხდიან.ქაფი თანდათან სუფთავდება და ბოლოს მთლიანად რომ მოხდი,ბულიონიც სუფთაა და ხორციც გემრიელი.
ჩემი პოსტის პირველი აბზაცი,იტალიელი გულშემატკივარის მიერ ხვიჩას და მის გარშემო შექმნილი საფეხბურთო გარემოს შეფასებაა,საქართველოს იტალიაზე მეტადაც კი რომ მოიცავს.მეორე აბზაცი უკვე გულშემატკივრების რეაქციების ჩემეული შეფასებაა.სანამ კვარას წასვლა არ წასვლის საკითხი გადაუჭრელი იყო,უამრავი ჭუჭყი და სიბინძურე აფრქვიეს აქაც და იტალიაშიც,მრავალმა რბილად ვიტყვი,ტვინაღრძობმა ვითომ გულშემატკივარმა.ხორცი,ანუ კონტრაქტი უკვე მზადაა და ქაფიც გაქრა.ახლა კვე კვარას ჭეშმარიტი დამფასებლების პოსტებიც გამოჩნდა,მისი მნიშვნელობა კარგად რომ ესმით,მის საქმეში მტყუან მართალიც და რომელთა ხმაც,იმ ტვინნაღრძობთა წიოკში იკარგებოდა.არავინ იცის,ბედი რას უმზადებს,მაგრამ ამ კონტრაქტით,ის მაინც ცხადია,რომ კვარა თავისუფლად ამოისუნთქებს და ყველას გვჯერა,რომ მას ჯერ კიდევ ბევრი დიდი გამარჯვება ელის.როგორც ნაპოლიში,კლუბის მფლობელები ექცეოდნენ,დღეიდან ასე ვეღარავინ მოეპყრობა.