ჟურნალისტმა ენცო ბუჩიონიმ Napoli Centrale-ს ეთერში განაცხადა, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ მოტივაცია დაკარგა, მხოლოდ ფული აინტერესებდა და მიზანსაც მიაღწია - „პარი სენ ჟერმენში“
ტელეკომპანია TGR-ის დირექტორის მოადგილემ, ანტონელო პერილომ ხვიჩას „ნაპოლიდან“ წასვლის გამო იმედგაცრუება ვერ დამალა: „ნაპოლი“ ლიდერია და გულშემატკივრებს ოცნებას აიძულებს, მაგრამ ახლა ყველა კვარაცხელიაზე საუბრობს. იანვრის სატრანსფერო ფანჯარას შეუძლია გუნდში დესტაბილიზაცია მოახდინოს, ვინაიდან ჩვენ ვიღაცაზე კი არა, მესამე სკუდეტოს ერთ-ერთ გმირზე ვლაპარაკობთ. ამ 77-ნომრიან, ჩაწეული „გამაშებით“ მოთამაშე ბიჭს პირველივე დღიდან, როდესაც მოედანზე დავინახე, უბრალოდ ჭკუიდან გადავყავდი. ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი ტალანტია, ყველაზე მაღალი კლასისაა, ვინც კი მარადონას შემდეგ აქ იყო. თუმცა, მივხდი, რომ მისი შენარჩუნება შეუძლებელი გახლდათ“.
Ciao, Kvara. სიყვარული და სიძულვილი - ნეაპოლელების რეაქცია "კვარას" პსჟ-ში გადასვლაზე