Calcionapoli24-ის დამფუძნებელი პირდაპირ ეთერში შევიდა, ხვიჩას მადლობა გადაუხადა, გულშემატკივრებს პატივისცემისკენ მოუწოდა და წავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, დღეს, 16 იანვარს, ხვიჩა კვარაცხელია პარიზში ჩაფრინდა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი პსჟ-ს შეუერთდება. ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლა განსხვავებულად მიიღეს, ზოგი გაბრაზდა და გონსალო იგუაინს შეადარა, რომელმაც გეზი "პარტენოპეიდან" ტურინის "იუვენტუსისკენ" აიღო, მოგეხსენებათ ამ გუნდების მტრობასთან დაკავშირებით. გარკვეული გულშემატკივრები კი "კვარას" მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ.

Calcionapoli24-ის დირექტორი, სალვიო პასანტე პირდაპირ ეთერში ხვიჩას მაისურით (შემობრუნებული) შევიდა და პირდაპირ საუბარი დაიწყო ისე, რომ მიკროფონიც არ ჰქონდა, ამ ადამიანს სურდა ქართველისთვის მადლობა გადაეხადა და ასეც მოხდა.

"მე მიკროფონიც არ
მაქვს, დღეს არა როგორც დირექტორი და დამფუძნებელი, არამედ რიგითი ნეაპოლელი და ამ გუნდის გულშემატკივარი ვისაუბრებ. ნამდვილი ფანები მადლობას ვუხდით ამ ბიჭს, არ მინდა ვიცოდე მიზეზი, რატომაც დასრულდა ხვიჩასა და "პარტენოპეის" თანამშრომლობა, იქნება ეს კონტრაქტი თუ ნებისმიერი სხვა რამ, არ მაინტერესებს, რადგან "კვარას" მიმართ მთელი ცხოვრება მადლიერები უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ჩვენი თაობა, რადგან მარადონას პერიოდში ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით და არ გვახსოვს, ამ პატარა ბიჭმა კი მოგვაპოვებინა ის, რაც სხვამ ვერ შეძლო. ასე გეტყვით, დე ლაურენტისის ერაში ის ყველაზე კარგი ფეხბურთელია. ახლა დაგტოვებთ, რადგან ძალიან აღელვებული ვარ, მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ ჩვენი გაზეთი და სცეთ ამ ბიჭს პატივი. თითქმის ყველა წამყვანმა ქართულმა გამოცემამ ჩვენი წერილები გადათარგმნა.

ვუსურვებთ ხვიჩას საუკეთესოს, რადგან ის ამას იმსახურებს. რა თქმა უნდა, დაიმსახურა ჩვენს გუნდში კონტრაქტის უკეთესი პირობებით დარჩენა, თუმცა იმ პირობებით, რომელიც მის ნიჭს შეესაბამება, თუმცა ასე არ მოხდა და ყველაფერი დასრულდა. ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას, რადგან "ნაპოლი" უშვებს ფეხბურთელებს, თუმცა მადლობა ხვიჩა, მთელი გულით გიხდი მადლობას".


მკითხველის კომენტარები / 15 /
აი მაგია ნაღდი გულშემატკივარი. არ გავს დანარჩენ ეგოისტებს, რომლებიც ამბობენ: ნაპოლში ითამაშე და მე გამახარეო, შენ კი რა გიჭირს და რა გილხინს ფეხებზე მკიდ

იაო.
ჟორა გაბრიჭიძე
17:22 16-01-2025
0
კომენტარების უმრავლესობა ისეთია, რომ რატომღაც ამ კაცს საყვედურობენ, არა და თითქოს ყველაფერი ნათლადაა ნათქვამიც და გაკეთებულიც ...

წაკითხულის და ნანახის გააზრების პრობლემა !
15:13 16-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული