"კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლით შეცდომა დაუშვა და გეტყვით რატომაც..." - ცნობილმა რუსმა აგენტმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა საფეხბურთო აგენტმა ანტონ სმირნოვმა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა. მან ქართველის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.

"კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი 70+ რამდენიმე მილიონ ევროდ პრაქტიკულად დასრულებულია, მაგრამ აქ საქმე ფეხბურთში კი არა, ფულშია.

ჩემი აზრით, ეს ტრანსფერი დიდი შეცდომაა, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატი დონით კვლავ მეხუთეა ევროპაში და პსჟ აშკარად არ არის დღეს ევროტურნირებზე დიდი წარმატების პრეტენდენტი. თანაც, 24 წელზე ნაკლებ ასაკში ხვიჩას ასეთი წარსული, წარმატებები და ნიჭი აქვს...

პარიზი, ლუვრი, ტრიუმფალური თაღი, მონმარტრი, კრუასანი და ყველაფერი ეს რა თქმა უნდა,
მშვენიერია, მაგრამ... რჩება ცუდი გემო", - წერს სმირნოვი თავის ტელეგრამ-არხზე.
მკითხველის კომენტარები / 50 /
გამარჯობა. მალე შეიქმნება სუპერლიგა(ეს გარდაუვალია), სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდება საფეხბურთო სამყარო და ჩვენც! ამ მოცემულობაში ხვიჩას წამოსვლა ნაპოლიდან, ჩემი სუბიექტური აზრით გამართლებულია. რეალი, ბარსელონა, ლივერპული, სიტი ჯობდა, მაგრამ არ იყო მაგის საშუალება. გთხოვთ, შეეშვით პოლიტიკას, აქ მაინც დავისვენოთ მაგ "კოვიდისაგან"! აქ ხომ ძირითადად მამაკაცები ვწერთ კომენტარებს, მოვიქცეთ ისე, როგორც მამაკაცებს შეგვეფერება...თუ არ შევაქებთ ჩვენ ბიჭებს, ნუ ვაძაგებთ უსამართლოდ. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იმან იცის რა ცუდად მოქმედებს უსამართლო კრიტიკა.
კახელი პაპა
22:43 16-01-2025
0
ნაპოლიც ლობიო იყო ხვიჩას მისვლამდე.
დადებს პსჟ ლიგას ხვიჩასთან ერთად და მერე ილაპარაკეთ.
Levani
20:25 16-01-2025
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული