ნეაპოლში მარადონას უსტვინეს, კვარას მიმართ რეაქცია გასაკვირი არ იყო - ტრანსფერში ხვიჩას გარემოცვას ადანაშაულებენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის გამო ნეაპოლში განსხვავებული მოსაზრებებია. გუნდის ყოფილმა მეკარემ, ჯენარო იეცომ განაცხადა, რომ ტრანსფერის ინიციატორი ფეხბურთელის გარემოცვა იყო, რომელმაც საკომისიოს გამო აიძულა ის ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.

ჟურნალისტი ჩირო ტროიზე წერს, რომ კვარაცხელიას მიმართ ზოგიერთის მსგავს დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „სან პაოლოზე“ თვით დიეგო მარადონას უსტვინეს, ამის ნახვა „იუთუბზეა“ შესაძლებელი და სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ.

ისე როგორ იქნებოდა, საკუთარი მოსაზრება საფეხბურთო მიმომხილველს, კარლო ალვინოს არ
დაეფიქსირებინა, რომელიც როგორც წესი, კლუბის პოზიციას ახმოვანებს: „ის თავისი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვიდა და ყველაფრის მიუხედავად, მადლობას ვუხდი. დღეს ეს მან გააკეთა, ხვალ სხვა გააკეთებს, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. საუბარია ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას და აგენტის, მამუკა ჯუღელის საკომისიოზე. ვფიქრობ, ყველაფერი მათი ინიციატივით მოხდა. სოლიდური თანხა აიღეს, რაც სამშობლოში ორივეს შვიდ თაობას უზრუნველყოფს“.

„ეკიპის“ ცნობით, კონტრაქტის გასაფორმებლად კლუბებმა ერთმანეთს საბუთების გადაგზავნა დაუგვიანეს და „კვარა“ დღეს საღამოს ჩავა პარიზში.

altყველა დეტალი გაირკვა - კვარაცხელიას პსჟ-ში წარდგენის თარიღი და დრო ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 12 /
ლაურენტისი მაგარი ბიზნესმენი გამოდგა.კვარაცხელია რომელიც ნერეშმა ძირითადიდან ამოაგდა 70 მილიონად გაყიდა.ასეთი თამაშით პარიზშიც სათადარიგო იქნება.ან არ უნდა იზარმაცოს და მეტი ივარჯიშოს,რაშიც ეჭვი მეპარება იმიტომ რომ ერთი ჩვეულებრივი ქართველია.ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი..მითუმეტეს ამდენი ფულით რამდენი გულაობა შეიძლება.ცოტა ხანში ვნახავთ ქართველების გინებას ლოის ენრიკეს მიმართ.
ასეა ეს
23:41 16-01-2025
5
ისეთი პრედლაჟენია იყო, უარის თქმა არ გამოდიოდა …
მამუკა ჯ.
21:50 16-01-2025
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული