ნეაპოლში მარადონას უსტვინეს, კვარას მიმართ რეაქცია გასაკვირი არ იყო - ტრანსფერში ხვიჩას გარემოცვას ადანაშაულებენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის გამო ნეაპოლში განსხვავებული მოსაზრებებია. გუნდის ყოფილმა მეკარემ, ჯენარო იეცომ განაცხადა, რომ ტრანსფერის ინიციატორი ფეხბურთელის გარემოცვა იყო, რომელმაც საკომისიოს გამო აიძულა ის ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.

ჟურნალისტი ჩირო ტროიზე წერს, რომ კვარაცხელიას მიმართ ზოგიერთის მსგავს დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „სან პაოლოზე“ თვით დიეგო მარადონას უსტვინეს, ამის ნახვა „იუთუბზეა“ შესაძლებელი და სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ.

ისე როგორ იქნებოდა, საკუთარი მოსაზრება საფეხბურთო მიმომხილველს, კარლო ალვინოს არ
დაეფიქსირებინა, რომელიც როგორც წესი, კლუბის პოზიციას ახმოვანებს: „ის თავისი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვიდა და ყველაფრის მიუხედავად, მადლობას ვუხდი. დღეს ეს მან გააკეთა, ხვალ სხვა გააკეთებს, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. საუბარია ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას და აგენტის, მამუკა ჯუღელის საკომისიოზე. ვფიქრობ, ყველაფერი მათი ინიციატივით მოხდა. სოლიდური თანხა აიღეს, რაც სამშობლოში ორივეს შვიდ თაობას უზრუნველყოფს“.

„ეკიპის“ ცნობით, კონტრაქტის გასაფორმებლად კლუბებმა ერთმანეთს საბუთების გადაგზავნა დაუგვიანეს და „კვარა“ დღეს საღამოს ჩავა პარიზში.

altყველა დეტალი გაირკვა - კვარაცხელიას პსჟ-ში წარდგენის თარიღი და დრო ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 10 /
გარემოცვა რა შუაშია თქვენ ნერეში მოგინდათ სუყველას პოლიტანო და ნერეში ამჯობინეთ კვარაცხელია უკვე აღარ გინდოდათ სათადარიგოზე დასმით დაემუქრეთ ეხლა აგიტყდათ ნიანგის ცრემლები?... დაეგდეთ დაყენდით და ჭამეთ განავალი
Niangis Cremlebi
18:46 16-01-2025
2
ამათ ვინმემ გააგებინოს რო კვარას მამის მომავალი თაობა თავად კვარაა და არაფერში ჭირდებოდა არც ბადრის და არც ჯუღელს მხოლოდ ფულისთვის გაეკეთებინათ რამე და აუხსენით რო მათი მომავალი 7-თაობა ისედაც უზრუნველყოფილი იქნება კვარას კარიერის განმავლობაში ნაშოვნი მილიონებით, თქვენ იმაზე ისაუბრეთ რატო არავინ გამოხატეთ პროტესტი კვარას დამამცირებელი ხელფასის და თქვენი პრეზიდენტის ღორობის გულისთვის რამაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაგაკარგინათ,,თქვენ გადაგეხადათ ის ბონუსი რასაც პსჟ იხდის ან ხელფასი მოგემატებინათ და კვარა თქვენთან დარჩებოდა იმ გარდამავალ პერიოდში რა პერიოდშიც გრანდისთვის უნდა მოემზადოს, კვარასთვის არც პსჟეა ბოლო კლუბი კარიერაში უბრალოდ ნაპოლის შეეძლო ოდნავი დაფასებით თავისთან დაეტოვებინა კვარა და პირდაპირ ნაპოლიდან გადასულიყო გრანდში და არა პსჟ-დან
gel-100
19:41 16-01-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული