Le Parisien: "პარკ დე პრენსზე" ახალ კერპს მბაპეს 7 ნომერს გადასცემენ

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, ხვიჩა კვარცხელია პსჟ-ში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 7-იანით ადრე კილიან მბაპე ასპარეზობდა, რომელიც პარიზული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და რაც ის "რეალში" გადავიდა, ეს ნომერი არავის არ გადასცეს. როგორც ჩანს, ქართველს ელოდებოდნენ და უნახავდნენ.

აღნიშნულია, რომ ხვიჩასთვის რონალდოსადმი გამორჩეული დამოკიდებულების გამო, 7 ნომერი განსაკუთრებულია, საქართველოს ნაკრებში 7 ნომერი აქვს, "ნაპოლიში" გადასვლისას კი 77 აირჩია, რადგან 7-იანით ელიფ ელმასი ასპარეზობდა.

გამოცემა წერს, რომ ეს კარგი მარკეტინგული ნაბიჯი შეიძლება გახდეს, ვინაიდან კლუბის მაისურების დიდი რაოდენობით გაყიდვას იმედოვნებენ.

მოკლედ, "კვარას" დიდ რეკლამას უკეთებენ, იმედი
აქვთ, რომ გულშემატკივრების ახალი კერპი გახდება და გუნდს დიდი გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართველებო მოემზადეთ, პარიზი უდამპლესი და უსაზიზღრესი ქალაქია ისევე როგორც მთელი საფრანგეთი, ძალიან დიდი შემოტევები წამოვა . ნაპოლი და იტალია მონაგონი იქნება. ერთი ფეხი თუ გადაუბრუნდება ისე დაესევიან და ჩაქოლავენ დამარხავენ მთელ მსოფლიოს აიყოლიებენ თან. მესი არ დაინდეს. მთელი მსოფლიოს განავალი ემზადება შემოსასევად. ისეთ რაღაცეეებს იტყვიან დაწერენ და გააკეთებენ აქამდე რო არ გქონიათ შეხება და ეს ავადმყოფი ჟურნალისტები წესივრად რომ არ თარგმნიან ხოლმე უცხოურ კომენტარებს ან სტატიებს რამხელა შეურაცხყოფას გვაყენებენ სინამდვილეში ქართველებს. ნეაპოლში თბილად ტკბილად "მეორე საქართველოში" რო იყო ეგრე კი არ იქნება. სასტიკი სიმტკიცე და რეაგირება იქნება საჭირო ბევრად დიდი პროვოკაციები წამოვა . მსოფლიო ეხლა გადის აქამდე ჩათვალეთ ისევ საქართველოში იყო
Tevez
00:14 17-01-2025
1
კაი რა თუ ძმა ხარ რა 77, 7-იანი უნდა აირჩიოს, თან 77 კვარამდე ლუკა დონჩიჩმა გააპიარა.
gel-100-ს
20:51 16-01-2025
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული