გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პსჟ-ში გადადის, ნეაპოლელ გულშემატკივრებს ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა.
კვარაცხელია "ნაპოლიში" 2022 წელს გადავიდა, პირველივე სეზონში სკუდეტო მოიპოვა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ხვიჩას პარიზული კლუბი 70+ მილიონ ევროდ შეიძენს, 4.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, მისი ხელფასი კი 9+2 მილიონი იქნება.
ვიდეო ერთ საათში ვირუსული გახდა - ორმა მილიონმა ადამიანმა ნახა. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ "კვარამ" ყველას მადლობა გადაუხადა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი არ მოიხსენია.
მივიდა ხვიჩა ნაპოლიში და ეგრევე საოცნებო სკუდეტო დაადებინა გუნდს. გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და მიუხედავად ამისა, ჟმოტმა ლაურენტისმა ვთქვათ სიმბოლურად 100 000 დოლარიც კი არ მოუმატა ხელფასი მადლიერების ნიშნად.
სამი სეზონი იყო ნაპოლიში და ერთი ცენტითაც არ გაუზრდიათ ჯამაგირი. ფეხბურთის თამაშით თუ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ხელფასით ერთ-ერთი უკანასკნელი. სამი წლის განმავლობაში ვერ დააყენეს საშველი კონტრაქტის განახლებას და პირობების გაუმჯობესებას.
შენ მინდორზე თავს იკლავ, შეტევის გარდა დაცვაში პახაობას გთხოვენ, ფეხებს გალეწავენ მეტოქეები და ამ დროს ნაპოლის სკამის მხეხავი და "იქ მახათის გამყრელი" სასტავი შენზე მეტ ხელფასს იღებს.
მერე დროდადრო ვიღაც ნაძირალა ძალით ექსპერტები პრესაში ამბობდნენ თუ ათქმევინებდნენ, რო კვარამ მოლოდინი ვერ გაამართლა, გაიშიფრა მაგის თამაში და ვარსკვლავი კი არა ფარჩაკი ფეხბურთელი ყოფილა.
მერე შეიცვალა რამდენიმე მწვრთნელი, გაძლიერების ნაცვლად რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გაყიდეს და შესაბამისად, ნაპოლი გაფარჩაკდა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა ის, რომ კვარა ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა.
მოვიდა კონტე და კიდევ უფრო გაუჭირდა კვარას ამის სვარკა ფეხბურთში საუკეთესო თვისებების გამოვლენა. ისე გამოდიოდა, რომ ფაქტობრივად, დაცვიდან უნდა წაეღო
ბურთი და საკუთარი თავი უნდა გაეყვანა შეტევაში საგოლე პოზიციაზე, რადგან პოლიტანოს მსგავსი ეგოისტი პერსონებიდან პასები სანატრელი ჰქონდა.
პლიუს, კონტე არც აძლევდა ბოლომდე შანსს და სადღაც 60-ე წუთისკენ ცვლიდა ხოლმე. სიტყვით და საქმით აშკარად აგრძნობინებდა, რომ ნერეში უფრო მოსწონდა და ადრე თუ გვიან ძირითადში ადგილის დაკარგვას უნდა შეგუებოდა.
ჰოდა ამოუვიდა კვარას ყველაფერი ყელში, თქვენი უმადური დედაცო და წავიდა. რომ დარჩენილიყო, უნდა ყოფილიყო სულით ნეაპოლელი მაზოხისტი სექტანტი.
გასაგებია, რომ თავის დროზე ტოპ-ლიგების ნორმალური გუნდებიდან მხოლოდ ნაპოლი ენდო კვარას, შანსი მისცა, რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა და მადლიერება მართებდა, მაგრამ მადლიერება ცალმხრივი როცაა, თან მთელი სამი წელი ძირითადად ასე სრულდება ხოლმე ყველაფერი.