კონტე: "კვარას" გარეშე ეს უკვე სულ სხვა "ნაპოლია"

AutoSharing Option
Areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ გამოსამშვიდობებელი ვიდეო გასულ შაბათს გადაიღო, ვიდრე მონტე-კარლოში მოლაპარაკებები დაიწყებოდა, რაც იმას ნიშნავს, პსჟ-ში გადასვლაში უკვე დარწმუნებული იყო.

„ატალანტასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა: „47 ქულა დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ, ახლა „კვარას“ გარეშე თამაშზე ვართ კონცენტრირებული. თუმცა, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, გასულ წელთან შედარებით გუნდი სამი ფეხბურთელიის გარეშეა - ოსიმენი, „კვარა“, ზილენსკი. საჩემპიონო სეზონთან შედარებით ოთხით კიმის გარეშე. აგრეთვე აღარ არიან მარიო რუი და ელმასიც.

ამბობენ, რომ ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია, თუმცა ეს
უკვე სულ სხვა გუნდია და ხვიჩას წასვლით უფრო განსხვავებული იქნება. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ვიცით, როგორ მოვედით აქამდე. ეს ბიჭების დამსახურებაა. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ორი წლის წინანდელთან შედარებით სხვა გუნდია და მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილებს 18 მატჩი გველოდება“.

alt"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარა,ოსიმჰენი,ზელინსკი,რუი!ყველა შემტევი სტილის ფეხბურთელია და კიმიც ნაპოლის მცველებიდან ყველაზე შედეგიანი იყო შეტევაში და საიმედო,დაცვაში.ნაპოლის შემტევი პოტენციალი დაანგრია,დე ლაურენტისმა და ზღაპრული გუნდიდან,ერთი ტანჯვა წვალებით ქულების დამგროვებელი გუნდი დაგვრჩა.კონტემ ახლაღა აღმოაჩინა,რომ კვარას გარეშე ნაპოლი,სულ სხვა გუნდია.პრინციპში,კონტეს ხელში,კვარას იქ ყოფნის დროსაც უკვე სულ სხვა გუნდი იყო,სადაც კვარას დაცვაში სრული მონაწილეობა ევალებოდა.არავინ იცის,შემდეგში რა მოხდება,მაგრამ კვარა,ისევ შემტევ კლუბში გადავიდა და უკვე ამიტომაც უღირდა,პსჟ-ში გადასვლა.
სოსო
00:54 18-01-2025
0
პოლიტანოზე ჩ*თლახი და იღბლიანი ფეხბურთელი ჯერ არ დაბადებულა, ყველა პროპკას მოერგო და მაგის გულზე ხვიჩა კვარაცხელია გააგდეს . ნაპოლის ძირითადიდან ხვიჩა ამოიღეს და ფაქტიურად გუნდიდან წასვლა აიძულეს . ნაპოლი ვერ განვითარდა იმიტომ რომ პოლიტანოს ნაირი ფ*რჩაკი ვერ მოიშორა და დარჩა სოფლის გუნდად ისევ. აი ეს სოფლის ჭიჭიკო პოლიტანო არის ნაპოლის სიმბოლო ეხლა და დაუდგან ძეგლი მოტY*ნიათ კარგის ტ**** ი .
Meridiani
22:57 17-01-2025
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული