Le Parisien: "ნაპოლი" ტრანსფერს აჭიანურებს - პსჟ-ს კვარაცხელიას დოკუმენტაცია ჯერ არ გაუგზავნეს

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტის გაფორმების მოლოდინშია.

გამოცემა იტყობინება, რომ ფედერაციებს შორის დოკუმენტაციის ერთმანეთისთვის გადაგზავნას ყოველთვის ცოტა დრო სჭირდება, განსაკუთრებით პარასკევს, იტალიური მხარისგან საბუთები ჯერ არ მიუღიათ, თუ ეს დღეს ვერ მოხერხდა, ღონისძიება ხვალისთვის გადაიდება და როდესაც საქმე ტრანსფერებს ეხება, მოთმინება საუკეთესო გამოსავალია.

ხვიჩა ნეაპოლიდან პარიზში ღამით მეუღლესთან ერთად ჩავიდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს და თუ გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა, განაცხადში შეიყვანენ. ქართველის დებიუტი "პარი სენ ჟერმენთან" 25 იანვარს, ლიგა 1-ის
მეცხრამეტე ტურში "რეიმსსთან" საშინაო მატჩში უნდა შედგეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოკლედ ყველაფერს აჭიანურებს, ეს ბებერი ლაურენტისი. იმედია გაიგეთ,რომ კვარას პირადი სპონსორობის ფულსაც “ნაპოლო” ანუ ლაურენტისი იღებდა სრულად! ანუ ადიდასი,რომ ასპონსორებდა კვარას, 100% მიჰქონდა ლაურენტისს, კაბალური ხელშეკრულებით. მოკლედ ამ ბიჭმა ყველაფერი გაიღო ამ გუნიდსთვის და გულშემატკივრისთვის.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
23:59 17-01-2025
2
აი ასეთი არაკაცები არიან ლაურაც და მთელი ნეაპოლიც და ის კი არ იციან რომ ამ თავიანთი არაკაცობებით პირველ რიგში საკუთარ თავს ავნებენ--ჯერ ერთი ამაზე შეიძლება უჩივლონ ან პსჟ -მ ან კვარამ და რაც მთავარია ამ ყველაფერს უყურებს მთელი საფეხბურთო სამყარო და ყველა ფეხბურთელი ასჯერ დაფიქრდება სანამ მაგათთან საქმეს დაიჭერს !
zura222
00:19 18-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული