პსჟ-ის ახალმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
- ხვიჩა, რას გრძნობ ახლა, როდესაც "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდი?
- ამ მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. დიდი სიამაყეა, ოცნებების ასასრულებლად ერთად ვიბრძოლებთ. ძალიან ბედნიერი ვარ.
- აქ გადმოსვლა რატომ გადაწყვიტე?
- ამაში პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა უნდა კლუბს და როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან. ეს ჩემთვის შესაფერისია. აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და როდესაც გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა, განსაკუთრებით არ მიფიქრია.
- გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს იცნობ?
- დიახ. ფაბიანს (რუისს), რომელიც "ნაპოლიში" ასპარეზობდა. ვიცნობ ჯიჯის (დონარუმას), მას აქ გადმოსვლამდე ვესაუბრე.
- ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით იმუშავებ...
- ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, მისგან ბევრს ვისწავლი და მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელი იქნება.
- პარიზში ჩამოსულს რა მიზნები გაქვს?
- მსურს ახალი გამოცდილება მივიღო, ოცნებები ავისრულო, განვვითარდე, ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.
- პსჟ-ის ინფრასტრუქტურას გაეცანი. როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩა?
- აღმფრთოვანებელია. დიდი მიზნების მისაღწევად აქ ყველაფერია, რათა ახალგაზრდამ პროგრესირება განაგრძოს.
- გულშემატკივრებს რას ეტყოდი?
- მინდა მათ უახლოეს ხანში შევხვდე და ერთად განვიცადოთ დიდი ემოციები. ძალიან მიხარია, რომ ქომაგებს შევუერთდები და მალე შეხვედრამდე!
ნასერ ელ-ხელაიფი: ხვიჩა ფანტასტიკური ტალანტია და ერთად მაღალ მიზნებს მივაღწევთ
ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია! [VIDEO]