"მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო" - კვარაცხელიას პირველი ინტერვიუ PSG TV-სთან

AutoSharing Option
პსჟ-ის ახალმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

- ხვიჩა, რას გრძნობ ახლა, როდესაც "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდი?
- ამ მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. დიდი სიამაყეა, ოცნებების ასასრულებლად ერთად ვიბრძოლებთ. ძალიან ბედნიერი ვარ.

- აქ გადმოსვლა რატომ გადაწყვიტე?
- ამაში პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა უნდა კლუბს და როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან. ეს ჩემთვის შესაფერისია. აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და როდესაც გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა, განსაკუთრებით არ მიფიქრია.

- გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს იცნობ?
- დიახ. ფაბიანს (რუისს), რომელიც "ნაპოლიში" ასპარეზობდა. ვიცნობ ჯიჯის (დონარუმას), მას აქ გადმოსვლამდე ვესაუბრე.

- ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით იმუშავებ...
- ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, მისგან ბევრს ვისწავლი და მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელი იქნება.

- პარიზში ჩამოსულს რა მიზნები გაქვს?
- მსურს ახალი გამოცდილება მივიღო, ოცნებები ავისრულო, განვვითარდე, ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

- პსჟ-ის ინფრასტრუქტურას გაეცანი. როგორი შაბეჭდილებები დაგრჩა?
- აღმფრთოვანებელია. დიდი მიზნების მისაღწევად აქ ყველაფერია, რათა ახალგაზრდამ პროგრესირება განაგრძოს.

- გულშემატკივრებს რას ეტყოდი?
- მინდა მათ უახლოეს ხანში შევხვდე და ერთად განვიცადოთ დიდი ემოციები. ძალიან მიხარია, რომ ქომაგებს შევუერთდები და მალე შეხვედრამდე!

მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთი მხრივ ვისაც პსჟ კვარასათვის ემცირება, ხელში საკმაოდ ყურადსაღები არგუმენტი უჭირავს. მართლაც არ აქვს ამ კლუბს დიდხნიანი და სასახელო ისტორია. ფრანგულ კლუბების მიღწევებზე საუბრისას უფრო სხვა კლუბები გაგახსენდებათ(მარსელი, სენტ ეტიენი, ლიონი, ბორდო და სხვა). მაგრამ მეგობრებო, სულ ცოტა ხნით ადრე აქ ისეთი ტრიო (მბაპე-მესი-ნეიმარი) აგორებდა ბურთს, რომ საუბარს პსჟ-ს დიდ-მცირეობაზე მსუყე წერტილი დაესვა. სულ მცირე 21-ე საუკუნეში ობიექტურად თუ შევხედავთ, უკეთესი შემტევი ტრიო ბუნებაში არ არსებულა, ილუზიურ წარმოსახვებს თავი რომ დავანებოთ. მერე ისიც სათქმელია, რომ პარიზი არაა ევროპაში კი არადა, თუნდაც მსოფლიოში ისე-რა დედაქალაქი. პარადოქსია, მაგრამ სხვა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი კლუბი ამ მაგარ საფეხბურთო ქვეყნის დედაქალაქს არ გააჩნია. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით პსჟ ნამდვილად მიეკუთვნება დიდი კლუბების კოჰორტას.და ბოლოს ყველაზე მთავარი, გილოცავ ჩვენო გენიოსო, მაგარო ქართველო ამ გაბედულ ნაბიჯს! ჯანი არ მოგაკლოს უფალმა და გფარავდეს ყველა წმინდანი. დანარჩენს, უბრალოდ ეჭვი არ მეპარება რომ დიდებულად, შენ რომ გეკადრება ისე გაართმევ თავს! ჩვენ კი ისღა დაგვჩენია, რომ მოთმინება მოვიკრიბოთ, წინ ხომ უმაგრესი სანახაობების რეტროსპექტივა გველის!
ამატაკი
14:38 18-01-2025
1
კომენტარებს რომ ვკითხულობ, ვხვდები რამდენი ტლუ ცხოვრობს ამ ქვეყანაში და აღარ მიკვირს, რატომ აქვს დღემდე რეიტინგი არქიფოს. ზუსტად ასეთ ტუგადუმებზე დგას ქოცნება.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული