კვარაცხელია დუეტს კოლუმბიელ ამომავალ ვარსკვლავთან შექმნის? - პსჟ-ის მორიგი მთავარი სამიზნე ცნობილია

AutoSharing Option
Relevo-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას დამატების შემდეგ პსჟ შეტევით ხაზში გაძლიერებას კვლავ გეგმავს და "ასტონ ვილას" 21 წლის კოლუმბიელი ამომავალი ვარსკვლავის ჯონ დურანის შეძენა სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულმა მხარემ ბირმინგემელებთან პირველადი მოლაპარაკებები უკვე გამართა. პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და გარიგება სავარაუდოდ, უფრო ზაფხულშია მოსალოდნელი.

კოლუმბიელის სატრანსფერო ფასად 70 მილიონი ევრო სახელდება. ის მიმდინარე სეზონში "ასტონ ვილაში" ძალიან კარგად გამოიყურება და 19 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში 7 გოლიც გაიტანა. ამას გარდა, მან 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და 3 შედეგიანი დარტყმაც მიითვალა.

დურანი ბირმინგემული
კლუბის წევრი 2023 წელს გახდა, როდესაც ის ინგლისელებმა აშშ-ის გუნდ "ჩიკაგოდან" 16,6 მილიონ ევროდ შეიძინეს. იქამდე ის სამშობლოში ბურთაობდა და "ენვიგადოს" ფორმას ირგებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული