"ნაპოლი" მის გარეშეც კარგად გამოიყურება" - "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
სერია A-ს გასული ტურის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრას "ბებერი ქალბატონის" ყოფილი მეკარე რუბინიო გამოეხმაურა.

"ნაპოლი“ სკუდეტოსკენ მიიწევს, რაც ჩემთვის გასაკვირი არაა. კონტე ძლიერი და ჭკვიანი მწვრთნელია, რომელიც შედეგს დებს. ეს მოულოდნელი არაა.

"კვარას წასვლა?" ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ "ნაპოლი" მის გარეშეც კარგად გამოიყურება. მწვრთნელმა იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა", - განაცხადა რუბინიომ Il Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "ინტერს" 3 ქულით უსწრებს.

altკვარაცხელია

კართან სახით თუ ზურგით? - პსჟ-ში პირველი მატჩის ანალიზი

altსასურველი პოზიცია, ქართველებთან ერთ ჩემპიონატში და პირველი კვირის შეფასება - ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში თავისი დებიუტის შესახებ ისაუბრა
 

მკითხველის კომენტარები / 6 /
კვარაც არ გამოიყურებოდა ურიგოდ ნაპოლის გარეშე.

თუმცა ერთად უფრო ეფექტური იყო ორივე.
ზურა
14:24 27-01-2025
2
ამას სახელად ყაზანიო ხომ არ ქვია შემთხვევით ? D რუბინი(ო)დან რომ წამოვიდა კვარა იქაც იძახდნენ კვარას გარეშე უკეთ ვთამაშობთო D
zura222
16:58 27-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული