მომღიმარი კიტეიშვილი - როგორ მიმართა "ლაიფციგის" დამარცხების შემდეგ ფეხბურთელებს "შტურმის" მწვრთნელმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ოთარ კიტეიშვილმა "შტურმმა" საკუთარ მოედანზე "ლაიფციგს" 1:0 სძლია, თუმცა პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა და საბოლოოდ, ლიგის ფაზა 30-ე ადგილზე 2 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ გრაცელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მიჩელ მედლმა ფეხბურთელებს ემოციურად და სახალისოდ მიმართა, რითაც კიტეიშვილიც გაამხიარულა.

"ბიჭებო, როგორც უკვე გითხარით, მჯეროდა, რომ ჩვენ ამ სისხლიან ჩემპიონთა ლიგას ხმაურით დავასრულებდით! მადლობა ჩვენს გერმანელ მეგობრებს! ჩვენ გვიყვარს ისინი და ვაფასებთ მათ, მაგრამ სახლში ნული ქულით ვაგზავნით. შეუძლიათ თვითმფრინავში სოსისები
ჭამონ, ვიდრე სახლში მივლენ", - თქვა მედლმა და შემდეგ გერმანულად სკანდირება დაიწყო.

ინფორმაციისთვის, მედლი მცველი გახლდათ და "შტურმის" ერთ-ერთი გამოჩენილი წევრიც. მან გრაცული გუნდის ფორმა 2012/16-წლებში ჯამში 111 შეხვედრაში მოირგო. ის აქამდე "შტურმის" მეორე გუნდს ავარჯიშებდა, გასული წლის ნოემბერში კი გრაცელთა მთავარი კლუბის დამრიგებლის ასისტენტი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიტე მაგარი ბიჭია ნამდვილი პროფესიონალი და კარგი სამშობლოს პატრიოტი.
kaxa
15:37 01-02-2025
2

სიახლეები პოპულარული