
კლუბმა სამუშია პრიმეირა ლიგაში უკვე დაარეგისტრირა, თუმცა თავის საიტზე ჯერ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
საბა „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ერთი სეზონი „ანორთოსისში“ თამაშობდა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 150 ათასი ევროა.
„რიუ ავეს“ ახალგაზრდულ გუნდში მეკარე მათე საური და მცველი ჟორჟე ქარსელაძე ასპარეზობენ.
„რიუ ავე“ პორტუგალიის ჩემპიონატში 20 ტურის შემდეგ 24 ქულით მეათე ადგილზეა.