თბილისის "დინამოს" შემტევი პორტუგალიურ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
პორტუგალიური „რეკორდის“ ცნობით, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების და თბილისის „დინამოს“ შემტევი საბა სამუშია „რიუ ავეში“ გადავიდა.

კლუბმა სამუშია პრიმეირა ლიგაში უკვე დაარეგისტრირა, თუმცა თავის საიტზე ჯერ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

საბა „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ერთი სეზონი „ანორთოსისში“ თამაშობდა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 150 ათასი ევროა.

„რიუ ავეს“ ახალგაზრდულ გუნდში მეკარე მათე საური და მცველი ჟორჟე ქარსელაძე ასპარეზობენ.

„რიუ ავე“ პორტუგალიის ჩემპიონატში 20 ტურის შემდეგ 24 ქულით მეათე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ახალგაზრდა ბიჭს! პორტუგალია პირველი პლაცდარმია, ტოპ 5 ჩემპიონატში მოსახვედრად!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
09:54 05-02-2025
2
საბას წარმატებებს ვუსურვებ ისე დროა გადაერქვას დინამო, და რამე მუშათა კლასის სახელწოდება მისცენ, უბრალოდ სირცხვილია ესეთ გუნდს კიდევ დინამო თბილისი რომ ერქვას
სანდრო
14:35 06-02-2025
0

სიახლეები პოპულარული