![](https://sportall.ge/pictures/image5/2b35fb1c2921e0e629932d24ca74c86e.png)
"ოლიმპიკს" მომავალი სეზონიდან ევროტურნირებიდან მოკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ UEFA-ს ახალი ფინანსური ანგარიში გაუგზავნა, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და ამ ეტაპზე ფრანგული გუნდი გადარჩა, თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა.
"ლიონს" პრობლემები საფრანგეთშიც აქვს და თუ გუნდი სეზონის ბოლომდე ვერ მოაგვარებს თავის ყველა პრობლემას, შესაძლოა ლიგა 1-დან დააქვეითონ.
შეხსნებისთვის, 20 ტურის შემდეგ "ლიონმა" 30 ქულა დააგროვა და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.