"როდის იქნება კვარაცხელია მზად?" - ლუის ენრიკემ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
8 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ "მონაკოს" უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პარიზული გუნდის მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზე უაპასუხა.

- კვარაცხელიას "პარი სენ ჟერმენში" გადმოსვლამდე ერთი თვე არ უთამაშია და ისეთივე სპორტულ ფორმაში არ არის, როგორც მისი პარტნიორები. თქვენი აზრით, როდის იქნება მზად?
- ცხადია, როდესაც ფეხბურთელი ახალ გუნდში მოდის, ბევრ ასპექტში ადაპტაცია სჭირდება. ეს საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი იქნება. ჩვენ ის ხანგრძლივვადიანი პროექტისთვის დავიმატეთ. კარგი დინამიკა გვაქვს და არ ვჩქარობთ. ჩვენ არ ვნერვიულობთ.

შეხვედრა "პარკ დე
პრენსზე" თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მე მგონი ენრიკეს უნდა უფრო დიდი სივრზე აითვისოს კვარამ. მეეჭვება მარტო ვინგერობა მოთხოვოს.
პ.ს. ცალკეულ მატჩში შეიძლება იყოს ვინგერი, მაგრამ ცდილობენ სხვაგანაც გამოცადონ.
მწარე
19:53 06-02-2025
1
სამწუხაროა,რომ იტალიელები (განსაკუთრებით ნეაპოლელები)კვარადონას ნაპოლიდან წასვლის მიზეზებზე განზრახ არასწორად ან მცდარი მოსაზრებების საფუძველზე მიუთითებთ.ვთვლი,რომ ორივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე,თუმცა კი საქმის არსი ძალიან მარტივია. კვარადონა-ოსიმენში დე ლაურენტისს (შემდეგში ხარბს და/ან გაუმაძღარს)200 მლ.სთავაზობდნენ მას კი მეტის მიღება სურდა.სკუდეტოს მოპოვებისთანავე ხარბს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა კვარადონას სარფიანად გაყიდვა,მაგრამ კარგად იცოდა,რომ ნეაპოლიტანელებთან სერიოზული ჯახი მოუწევდა,რის გამოც ფანატებთან დაპირისპირება ვერ გაბედა.ხარბმა (გაუმაძღარმა)იმდაგვარი მოსაჩვენებელი თამაში წამოიწყო,რომელიც კვარადონას გუნდიდან წასვლაზე დააფიქრებდა.ასეც მოხდა.კვარადონა ღირსეულ ანაზღაურებას მოელოდა,რაც ხარბის გეგმაში ნანდვილად არ შედიოდა.უსამართლო ანაზღაურებით (მე-19 თუ მე-20 ადგილი გუნდში) ხვიჩაზე ფსიქოლოგიური ძალადობა წელიწადნახევარზე მეტი გრძელდებოდა.ზიანი ადგებოდა მის სტატუსს.ფაქტობრივად, იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი მუდმივ დისკრიმინაციას განიცდიდა.ხარბი და გაუმაძღარი ხშირად იმეორებდა, რომ ხვიჩასთან დადებული კონტრაქტი რამდენიმე წლიანი იყო და მისი განახლება არ ეჩქარებოდა.მოკლედ რომ ვთქვა,ამ ყველაფერმა კვარადონა ჯერ კარგად დააფიქრა,შემდეგ კი აიძულა იგი რაღაცეები მოემოქმედებინა.ამავე დროს,გაუმაძღარმა საქმოსანმა ნეაპოლის მედია საშუალებები მოამზადა კვარადონას სალანძღავად,რათა მისთვის გადაებრალებინა ყველაფერი.კონტემ გუნდის მწვრთნელად დანიშვნამდე ხარბისგან თანხმობა მიიღო,რომ კვარადონას ტრანსფერზე არ დააყენებდა,ეს შეთანხმება რომ არა,იგი ხვიჩას 2024 წლის ზაფხულში პსჟ-ს 100 მლ-ად დაუთმობდა.ამ საქმეში,ხარბმა და ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა, დიდი უმადურობა გამოამჟღავნეს,რასაც მხარს ადგილობრივი მედია საშუალებებიც უჭერდა (ნავთზე ცეცხლს ასხამდნენ).ხვიჩა არამარტო ფეხბურთის კვარადონაა,არამედ ასევე არის უღალატო პიროვნება,წესიერად აღზრდილი,ჯელტმენი,მოსიყვარულე და გონიერი ახაგაზრდა.იტალიელებს შევახსენებ,რომ ხვიჩა ოქროს საწმისის ქვეყნიდან არის,იგი კოლხების შთამომავალია (არგონავტები,კოლხი მედეა,იაზონი და სხვა).მას არავისთან არც ქცევის წესები დაურღვევია.მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა ნეაპოლში ვერ გაიგეს.იცოდა რომ მისი წასვლის გამო ფანატებს გული დაწყდებოდათ და ამიტომ თქვა:ერთხელ ყველაფერს გეტყვითო,თუმცა ვინ დააცადა,მოღალატე და რა სიბინძურეები არ ეძახეს კვარადონას...ქართველებს ძალიან არ მოსწონთ უმადური ადამიანები...ეს ისე,გააზრებისთვის...დიდება უფალს!მადლობა ბ-ონ ფიდელეს და კიდევ რამდენიმე პიროვნებას,რომელთაც შეძლეს და ნეაპოლელების ღირსება ნაწილობრივ მაინც დაიცვეს.და ბოლოს,გამოფხიზლდით ბატონებო,თქვენი კვარადონა აიძულეს ნაპოლი დაეტოვებინა,გაუმაძღარმა ფაქტობრივად ბინძური მეთოდების გამოყენებით კვარადონა გუნდიდან გააგდეს და თქვენ ამას ტაშით შეეგებეთ...
გიგა
21:44 06-02-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული