ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე "იბერია 1999"-ში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
"ლუკა სილაგაძე იბერია 1999-ში დაბრუნდა. სილაგაძე ბოლოს ლატვიური რფს-ის ღირსებას იცავდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. ასევე, ამ გუნდის მაისურით ლუკამ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი "იბერიაში" 2023 წლის სეზონში თამაშობდა. მან 36 მატჩში 12 გოლის გატანა და საქართველოს თასის მოპოვება შეძლო".