![](https://sportall.ge/pictures/image5/5bda11feb5322e2d3aba25eabf5a852b.jpg)
27 წლის შემტევმა გიორგი ბერიძემ "ქოჯაელისპორი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "უიპეშტში" დაბრუნდა.
ბერიძე "უიპეშტის" ღირსებას 2018-2019 და 2020-2022 წლებში იცავდა. ის ბუდაპეშტურ გუნდში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"უიპეშტში" აგრეთვე მცველი დავით კობოური ასპარეზობს. გუნდი 19 ტურის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატში 28 ქულით მეექვსე ადგილზეა.