"კვარა" პსჟ-ს ბაზაზე ახალი "პორშეთი" გამოჩნდა და გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის სავარჯიშოზე ბაზაზე გუნდის გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა. 

ხვიჩა კლუბის ბაზაზე "პორშე პანამერა" GTS-ით გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 150 000 ევროა. 

შეგახსენებთ, პსჟ-ი ლიგა 1-ის მორიგი ტურის შეხვედრას დღეს საღამოს (ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 სთ-ზე), 15 თებერვალს,  "ტულუზას" წინააღმდეგ გამართავს.

altსაუკეთესო ფორმაში მყოფი პსჟ კვარაცხელიასთან ერთად დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს!..

altLe Parisien: კვარაცხელია "ტულუზას" დემბელესთან ერთად შეუტევს

მკითხველის კომენტარები / 24 /
დავითაშვილი,მამარდაშვილი,ქოჩორაშვილი,ჩაკვეტაძე,ზივზივაძე,მიქაუტაძე,ლოჩოშვილი,ლობჟანიძე,კიტეიშვილი, აზაროვი. აი ამ ფეხბურთელებსაც იმდენად საკმარისი ანაზღაურება ექნებათ ლოგიკიდან გამომდინარე რომ მერსედეს ჯითის შეძენაც და პორშე ჯითიესის შეძენაც შეეძლებათ მაგრამ რატომღაც მსგავს ამპლუაში ჯერ ისენი არ დაგვინახია. გულშემატკივარი ის არ არის მხოლოდ რომელმაც ტაში უნდა დაუკრას, გულშემატკივარს კრიტიკის უფლებაც აქვს თუ იღებ ტაშს მაშინ მიიღებ კრიტიკასაც როდესღაც, როდესაც კარგია მაგას უფრო ხმამაღლა ვიძახი და ვგულშემატკივრობ. ამხელა გუნდში ჯერ არცერთი ქართველი არ ყოფილა და კრიტიკაც იმ შიშიდან გამომდინარეობს რომ ფუფუნების საგნებმა და კომფორტის ზონაში ყოფნას ხშირად ცუდი შედეგები მოაქვს და როგორც მისი კარიერის ასევე ნაკრების მომავლისაც გვეშინია როცა ასეთ სიმაღლეს მიაღწია ქართულმა ფეხბურთმა მათივე დამსახურებით ეხლა რაიმე იოტისოდენა რეგრესიც ღალატის ტოლფასი იქნება ქვეყნისთვის, ქვეცნობიერ შიშს იწვევს ჩვენში ასეთ თემებისკენ გადართვა ასეთი დონის ფეხბურთელებისგან. ღმერთმა არ ქნას აქედან რომელიმე მოხდეს. ისეკიდე ღმერთმა შეარგოს თავისი მოპოვებული ყველაფერი და მშვიდობაში მოახმაროს მე არავის არც ოჯახში და არც ჯიბეში არ ჩამიხედია და არც ჩავიხედები მაგრამ ის გვჭირდება ისეთი როგორიც ნაპოლიში პირველ წელს იყო და ნაკრებში ახალ ნაბიჯებს რომ დგავდა და ნაპოლიში დასუსტებული ფორმის შემდეგ მაშინებს ის რომ კონცენტრირებული არის მსგავს რაღაცეებზე და არა ფორმის მომატებაზე და სათამაშო სტილის შეცვლაზე. გუშინდელ თამაშშიც თითქოს გამწვავებაზე მოტყუებაზე არ მიდის აგრესია აკლია მის თამაშს და გვინდა რომ მისი კონცენტრაცია მთლიანად და უპირობოდ პროგრესსზე და ახლის სწავლაზე იყოს ახლა გაჩერება არ შეიძლება პირიქით ამ დონეს და კლუბს რომ მიაღწია უნდა გაათასმაგდეს მისი შრომა ჩვენ ვერავინ ვერ შევძელით იმდენი რაც მან და ნაკრების ბიჭებმა შეძლეს ამიტომ ჩვენ ოცნებებს მათში ვხედავთ და ამ ოცნებების პოტენციური დაკარგვის შიში მალაპარაკებს ასე, თორე ისე ფეხბურთის იქეთ ყველას თავის ცხოვრება აქვს და იასნია ისე წარმართავს ვისაც როგორ უნდა და შედეგებსაც ყველა ჩვენ ჩვენსას მივიღებთ. რავი ძმაო ღმერთმა გაუმარჯოს თუ შეძლებს და უფრო მაგარი გახდება გოლებს გაიტანს და მსგავსი სათამაშოები საქმეს არ მოაცილებს.
3
მეც მიყიდე რა ხვიჩა.
წალენჯიხის მთავარი ვარ
09:20 16-02-2025
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული