Le Parisien: კვარაცხელია სასტარტოში იქნება, ბარკოლა მარჯვენა ფლანგზე

AutoSharing Option
„პარიზიენი“ წერს, რომ „ბრესტთან“ საპასუხო მატჩში ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, პირველად დაიწყებს პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტოდან თამაშს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პირველ შეხვედრაში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება (3:0) „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელს ლუის ენრიკეს შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების განოხორციელების საშუალებას მისცემს.

ეს პირველ რიგში კვარაცხელიას შეეხება, რომელიც ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში დეზირე დუეს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, ახლა კი შეიძლება ქართველი ძირითად თერთმეტეულში მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში ბრედლი ბარკოლა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლებს.

ერთი სიტყვით, თავის წარმოსაჩენად ლუის ენრიკე ხვიჩას მაქსიმალურად უწყობს ხელს.

პსჟ (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა):
დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.

altლუის ენრიკე: კვარაცხელიათი ძალიან კმაყოფილი ვარ - არსად გვეჩქარება

altხვიჩას ლიგაზე "ნაპოლისთან" ერთად მოპოვებული შედეგების გაუმჯობესება სურს - ახლა ბარკოლა დაისვენებს...

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარკოლას ყვითელი ბარათი აქვს და შეიძლება საერთოდ არ ათამაშოს, რადგან შემდეგ თამაშებზე უფრო დაჭირდება გუნდს.
ჟორა გაბრიჭიძე
23:31 18-02-2025
0
მე კიმგონია რომ დემბელეს ბარკოლას და სხვა ძირითადებს დაასვენებს ან შეიძლება დემბელეც ათამაშოს რომ კვარასთან უკეთესად შეთამაშდეს და კვარას კი რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე ათამაშებს
zura222
22:48 18-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული