"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე სეზონის ბოლომდე მოსკოვის "დინამოდან" იჯარით სამარის "კრილია სოვეტოვში" გადაბარგდა. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ახალგაზრდა ნახევარმცველი კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

"ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. "კრილია სოვეტოვი" არის გუნდი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს.

ეს ჩემთვის გარდამავალი, მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაბიჯია. აქ ვარ იმისთვის, რომ კლუბს სარგებელი მოვუტანო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს არის შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი შემადგენლობით და სამწვრთნელო შტაბით. ცალ-ცალკე ყველამ აღნიშნა, რომ სამარა
საფეხბურთო ქალაქია და გულშემატკივრებს თავიანთი კლუბი უყვართ", - თქვა გაგნიძემ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
რა გინდა ამ რუსეთში წადი ან ჩეხეთში ან ბელგია ან პორტუგალი თუნდად სერია ბ ში გუნდესლუგა 2 ში სეგუნდა ში გადახვალ მერე ტოპ 5 ჩემპიონატში რა დაგრჩენია მაგ რუსეთში. წარმატებები როგორც არ უნდა იყოს
წადი ევროპაში
14:28 21-02-2025
2
ნუ აი გასაგებია რომ რაღაცა უნდა თქვა:) მესმის, ახალ გუნდში გადადიხარ და რაიმე დადებითი ამ გუნდზე უნდა თქვა:) აი კრილია სოვეტოვის "დიდი ისტორიის" დედაც ჯეკ:) კაი ბიჯო რა, რა დიდი ისტორიის მქონე გუნდი:))))))
ნნნნნნ
11:19 21-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული