მიქაუტაძის "ლიონი" რუმინული გუნდის წინააღმდეგ - ევროპის ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გიორგი მიქაუტაძის "ლიონის" მეტოქე გაირკვა.

ქართველი ფორვარდის კლუბი რუმინულ "სტიაუას" დაპირისპირდება. სხვა გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:

ოლიმპიაკოსი - ბოლო გლიმტი
ფენერბაჰჩე - რეინჯერსი
აინტრახტი - აიაქსი
სტიაუა - ლიონი
ალკმაარი - ტოტენჰემი
სოსიედადი - მანჩესტერ იუნაიტედი
პლზენი - ლაციო
რომა - ბილბაო

პირველი შეხვედრები 6, ხოლო განმეორებითი კი 13 მარტს შედგება.

თუ მიქაუტაძის "ლიონი" "სტიაუას" ბარიერს დაძლევს, მეოთხედფინალში "სოსიედადსა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შორის უკეთესს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟორჟი მარტო შეჭამს მაგათ!))
მიდი ჟორჟ!
17:11 21-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული