ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს

AutoSharing Option
31 წლის ქართველი თავდამსხმელი ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის სუპერლიგის ბინადარ "უნირეა სლობიძიაში" განაგრძობს. ქართველი ბოლოს სამხრეთ კორეის "გიეონგნამის" ღირსებას იცავდა და 2025 წლის დასაწყისიდან თავისუფალი აგენტი გახლდათ.

რუმინული გუნდის პრეზიდენტმა ილი ლემნარუმ განაცხადა, რომ ბევრი ვარიანტი ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე მეტად ქართველი ფორვარდის ვარიანტი მოეწონათ. მთავარი მწვრთნელი ადრიან მიჰალჩეა ამ ტრანფერით მოხარულია, რადგან ფეხბურთელი ბოლოს სამხრეთ კორეაში ასპარეზობდა და მწვრთნელმა იცის რა სიმკაცრე და სერიოზულობა უნდა გამოავლინოს ფეხბურთელმა იქ სათამაშოდ.

ლემნარუმ აღნიშნა ისიც, რომ არაბულს კლუბში საშუალო ხელფასი ექნება, მაგრამ თუ
უძლიერესთა შორის ადგილს შეინარჩუნებენ, ბონუსებს მიიღებს.

ინფორმაციისთვის, "უნირეა სლობიძია" რუმინეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში 28 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები.
100%
18:25 26-02-2025
1
არადა პრემიერ ლიგა შეელო ეთამაშა ამ ბიჭს
gibi
00:27 27-02-2025
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული