ლუის ენრიკე: ვცდილობთ, კვარაცხელიას თავისუფლება მივანიჭოთ და უნარების წარმოჩენის საშუალება მივცეთ

AutoSharing Option
„ლილთან“ ლიგა 1-ის 24-ე ტურის საშინაო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს კითხვა დაუსვეს, სეზონის შუ ნაწილში მათთან გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას როგორ შეუწყო ხელი გუნდთან ინტეგრაციაში.

„ისევე როგორც ბერალდოს გასულ წელს, მასაც ვარჯიშებისა და მატჩების რიტმების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია მივაწოდეთ. ამას გაითვალისწინებს. როდესაც ასეთი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელს ვიძენთ, ვიცით როგორი ჭკვიანია და ადვილად შეუძლია სხვადასხვა სათამაშო სქემასთან ადაპტირება. მით უმეტეს, სხვების შეტევასა და დაცვაში თამაშს აკვირდება და ესმის, როგორ შეეწყოს გუნდს. ჩვენ, მწვრთნელები კი, პატივს ვცემთ მის
სათამაშო კლასს, ვცდილობთ, თავისუფლება მივანიჭოთ და უნარების შესაბამისად თავის ინდივიდუალურად წარმოჩენის საშუალებას ვაძლევთ“, - უპასუხა ლუის ენრიკემ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუის ენრიკე და პსჟ პატივს სცემს,ხვიჩა კვარაცხელიას,სხვა ფეხბურთელებს და ამით განსხვავდება ნაპოლის ორგანიზაციისა და მწვრთნელების დამოკიდებულებისაგან.შედეგებიც შესაბამისი აქვთ და ასე იქნება მომავალშიც,სანამ არაფერი შეიცვლება.პსჟ წარმატებული იქნება,ნაპოლი კი,მუდამ იჯახირებს.
სოსო
22:33 28-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული