ფონსეკას გაძევება და შეუცვლელი მიქაუტაძე - "ლიონმა" ლაკაზეტის დუბლით "ბრესტს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 24-ე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „ბრესტი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ალეკსანდრ ლაკაზეტი და გიორგი მიქაუტაძე ერთად დააყენა ძირითად შემადგენლობაში, მატჩი კი სტუმრების შეტევებით დაიწყო, რომლებმაც დაწინაურება მოახერხეს. აქედან მოყოლებული „ლიონი“ ინიციატივას დაეუფლა და ლაკაზეტმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მიქაუტაძემ გატანა სცადა, მაგრამ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მეკარე მარკო ბიზოტმა მოიგერია. 82-ე წუთზე ლაკაზეტმა დუბლი შეასრულა და „ოლიმპიკს“ გამარჯვება მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ კომპენსირებულ დროში მასპინძელთა კარში შესაძლო პენალტის სანახავად ვიდეოკამერასთან მსაჯი მივიდა, რომელსაც ფონსეკა
შეეკამათა და არბიტრმა გააძევა.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: flashscore 6.4, sofascore. 6.3, whoscored 6.1.

„ლიონი“ 39 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 6 მარტს ჩაატარებს - ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბუქარესტში „სტიაუას“ დაუპირისპირდება.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - ბრესტი 2:1
გოლები: 0:1 ლალა (15, პენ), 1:1 ლაკაზეტი (24), 2:1 ლაკაზეტი (82)

altMVP "კვარა" და შესანიშნავი მიქაუტაძე - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?

მკითხველის კომენტარები / 3 /
პატარა ჩასწორება: "ენამ გიყივლაო", ნათქვამია და ნახევარფინალში ბილბაოს ატლეტიკს შეხვდება ლიონი, სავარაუდოდ ☺️
ბესო შიოშვილი
21:19 02-03-2025
1
ტიპმა რა ქნა, 7 თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
Domenti
22:31 02-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული