ლუის ენრიკე: კვარაცხელიას სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში - ხანდახან შეცვლაზე შესულები უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობის არიან

AutoSharing Option
„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და ნახევარმცველმა ჟოაო ნევეშმა ისაუბრეს.

პარიზული გუნდის თავკაცმა განაცხადა, რომ მეტოქეს თავდასხმაში სამი გამანადგურებელი თვითმფრინავი ჰყავს, დაძაბულ და საინტერესო დაპირისპირებებს ელის და გამარჯვებული არა „პარკ დე პრენსზე“, არამედ „ენფილდზე გამოვლინდება. მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა: „კვარას“, ისევე როგორც ჩვენს ყველა შემტევს, სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში - მარცხნივ, ცენტრში და მარჯვნივ. ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ ყველა პოზიციაზე შეუძლიათ სასარგებლონი იყვნენ“.

Frenchfootballweekly წერს, რომ, შესაძლოა, ლუის ენრიკეს აზრით, ქართველი
ჯერ ახალ პარტნიორებთან ბოლომდე შეთამაშებული არ არის, ამიტომ არაა გამორიცხული, ძირითად შემადგენლობაში დეზირე დუე დააყენოს და ესპანელს ციტირებს: „ზოგიერთი სასტარტოში თამაშს იმსახურებს, მაგრამ ჩვენს გუნდში ხანდახან სწორედ შეცვლაზე შესულები არიან უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობის. ხვალ შემიძლია ოთხი ან ხუთი შემტევი გავიყვანო მოედანზე და განსხვავებას დაინახავდით. ამით ვართ ძლიერები. ყველას საკუთარი როლი მიენიჭება, იმათაც კი, ვინც ერთ წუთსაც ვერ ითამაშებს“.

ნევეშმა კომენტარი ხვიჩაზე გააკეთა: „ის ძალიან კარგი ბიჭია, ბევრი უნარი გააჩნია. მის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონტზე ვითამაშე. გაგვიმართლა, რომ ჩვენთანაა“.

„ეკიპი“ წერს, რომ კვარაცხელია უმატებს, მაგრამ უბურთოდ ისეთი ინტენსიური არ არის, როგორც სხვები და ძირითადში, სავარაუდოდ, დუე იქნება, რომელიც უკანასკნელ ხანს შთაბეჭდავია.

altკვარაცხელია VS სალაჰი კიდევ ერთხელ - ის, რაც მესიმაც ვერ შეძლო...

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს უფრო აუბნევს თავგზას ხვიჩას და მერე დაიწყებენ ვერ თამაშობსო.რა სამ პოზიციაზე.მწვრთნელი თუ ხარ,ყველას შესაფერისი ადგილი უნდა მიუჩინო.ნოდარ ახალკაცმა იცოდა დიდოსტატურად ეგ საქმე.ღმერთმა ნათელში ამყოფოს.მარტო ის ვერ გაიაზრა, ჩელებაძე ცარიელ კარს თუ ააცელდა.ასეთ რამეს ვერავინ გაიაზრებს
ჯუდო
23:04 04-03-2025
1
ხვალე მაგარი თამაში იქნება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული