ლუის ენრიკე: კვარაცხელიას სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში - ხანდახან შეცვლაზე შესულები უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობის არიან

AutoSharing Option
„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და ნახევარმცველმა ჟოაო ნევეშმა ისაუბრეს.

პარიზული გუნდის თავკაცმა განაცხადა, რომ მეტოქეს თავდასხმაში სამი გამანადგურებელი თვითმფრინავი ჰყავს, დაძაბულ და საინტერესო დაპირისპირებებს ელის და გამარჯვებული არა „პარკ დე პრენსზე“, არამედ „ენფილდზე გამოვლინდება. მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა: „კვარას“, ისევე როგორც ჩვენს ყველა შემტევს, სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში - მარცხნივ, ცენტრში და მარჯვნივ. ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ ყველა პოზიციაზე შეუძლიათ სასარგებლონი იყვნენ“.

Frenchfootballweekly წერს, რომ, შესაძლოა, ლუის ენრიკეს აზრით, ქართველი
ჯერ ახალ პარტნიორებთან ბოლომდე შეთამაშებული არ არის, ამიტომ არაა გამორიცხული, ძირითად შემადგენლობაში დეზირე დუე დააყენოს და ესპანელს ციტირებს: „ზოგიერთი სასტარტოში თამაშს იმსახურებს, მაგრამ ჩვენს გუნდში ხანდახან სწორედ შეცვლაზე შესულები არიან უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობის. ხვალ შემიძლია ოთხი ან ხუთი შემტევი გავიყვანო მოედანზე და განსხვავებას დაინახავდით. ამით ვართ ძლიერები. ყველას საკუთარი როლი მიენიჭება, იმათაც კი, ვინც ერთ წუთსაც ვერ ითამაშებს“.

ნევეშმა კომენტარი ხვიჩაზე გააკეთა: „ის ძალიან კარგი ბიჭია, ბევრი უნარი გააჩნია. მის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონტზე ვითამაშე. გაგვიმართლა, რომ ჩვენთანაა“.

„ეკიპი“ წერს, რომ კვარაცხელია უმატებს, მაგრამ უბურთოდ ისეთი ინტენსიური არ არის, როგორც სხვები და ძირითადში, სავარაუდოდ, დუე იქნება, რომელიც უკანასკნელ ხანს შთაბეჭდავია.

altკვარაცხელია VS სალაჰი კიდევ ერთხელ - ის, რაც მესიმაც ვერ შეძლო...

მკითხველის კომენტარები / 4 /
შეიძლება იყო კიდეც მაგრამ მე პირადად არ მახსოვს რომ შეცვლაზე შესული კვარა გადამწყვეტი მნიშვნელობის ყოგილიყოს. ჩემი აზრით კვარა ძირითადში იქნება და დუე შეცვლაზე მიუხედავად იმისა რომ დუე ძირითადში თამაშსაც იმსახურებს და საერთოდ ასაკიდან გამომდინარე მაგარი მომავალიც უჩანს. თან შეცვლაზეც კარგად შედის. უბრალოდ ასეთი დონის თამაშისთვის კვარა უფრო გამოცდილიც არის და თან თავიდან როცა არის მოედანზე ბევრად უფრო პროდუქტიულია.
გუჯი
21:35 04-03-2025
1
ჩემი აზრით, ხვიჩას თადარიგში ყოფნა ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ, ეს ხომ მისი დასჯის მიზნით არ კეთდება... ამ დონის თამაშებს ერთი ამოსუნთქვით ვერც ერთი გუნდი თამაშობს და რაღაც მომენტში მწვრთნელს აუცილებლად სჭირდება კორექტივების შეტანა თამაშში, ამას კი ვერც 19 წლის დუეს დაავალებს და ვერც მასზე ოდნავ მეტი გამოცდილების მქონე ბარკოლას. ვფიქრობ ( მირჩევნია, ვიფიქრო), რომ ხვიჩას ერთგვარი ჯოკერის ფუნქცია ეკისრება, რომლის გამოყენების აუცილებლობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა დადგეს... შესაბამისად, პსჟ-თვის იდეალური ვარიანტი იქნება, თუკი ხვიჩას გამოყვანა საერთოდ არ დასჭირდათ, თუმცა ეს უკვე ტრაგედიის ტოლფასი იქნება ჩვენთვის...
ვოოტ
20:49 04-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული