დი მარციო: "ნაპოლიმ" "კვარა" "ლივერპულს" 100 მილიონად არ მიჰყიდა და დღეს "წითლების" წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
Sky-ს საფეხბურთო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო თავის საიტზე წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „ლივერპულს“ ძალიან უნდოდა, მაგრამ „ნაპოლი“ შეთავაზებაზე არ დათანხმდა.

დი მარციოს მტკიცებით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში „ლივერპულმა“ კვარაცხელიას სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა, ოღონდ იმ პირობით, რომ ერთი წლით იჯარით „ნაპოლიში“ დატოვებდა, რაზეც იტალიურმა კლუბმა უარი განუცხადა, რის შემდეგაც 6 თვეში პსჟ-ში გადავიდა და ახლა „წითლების“ წინააღმდეგ ითამაშებს.

გუშინ „ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ იცის, აპირებდნენ თუ არა ქართველის შეძენას, რომელიც
შესანიშნავი ფეხბურთელია და მის თამაშს ლუჩანო სპალეტის გუნდში სიამოვნებით უყურებდა.

altდიდი მატჩი პარიზში და რატომ უნდა იყოს ხვიჩა ძირითადში - პსჟ VS ლივერპული

მკითხველის კომენტარები / 2 /
არაა გამორიცხული პსჟ-ემ მეტი გადაიხადა ვიდრე ეს ოფიციალურად გაცხადდა

მაფიოზ იტალიელებს ეგ არ შეეძლებდა
ქეშად აიღებდენ ფულს :)
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული