კვარაცხელიას გოლი გაუუქმეს - პსჟ-მა "ლივერპულთან" ალოგიკური მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე „ლივერპულთან“ 0:1 დამარცხდა.

ყველა ფრანგული გამოცემის საპირისპირო ვარაუდის მიუხედავად, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა. სწორედ პრემიერლიგის ლიდერთან უნდა გამოჩენილიყო, მოცემულ მომენტში რეალურად რას წარმოადგენს პარიზული გუნდი.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თანდათან მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, დემბელეს შესანიშნავ გარღვევას ჩაწოდება და ნევეშის ოდნავ არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. შემდეგ „კვარას“ დიდებული გოლი თამაშგარეს გამო გაუქმდა. ცოტა ხანში ბარკოლა საჯარიმოში კონატესთან ბურთზე ბრძოლაში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მერე ალისონმა
ორჯერ კვარაცხელიას და ერთხელ ბარკოლას დარყმული ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმში პსჟ-მ იერიშები გააგრძელა, ხვიჩამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან დაარტყა და ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა მეკარე. 62-ე წუთზე ქართველი საჯარიმოში შეიჭრა, თითქოს ალექსანდერ-არნოლდმა წააქცია, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ლუის ენრიკემ ბარკოლა დუეთი შეცვალა, 77-ეზე კი „კვარაც“ გაიყვანა მოედნიდან. ბეკერმა კი დუესაც არ დაანება გატანა, ხოლო 87-ე წუთზე ელიოტმა დონარუმას კარი დალაშქრა და „წითლებს“ გამარჯვება მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 12 მარტს „ენფილდზე“ გაიმართება. იქამდე, 8 მარტს, „პარი სენ ჟერმენი“ ლიგა 1-ის 25-ე ტურში გასვლაზე „რენს“ დაუპირისპირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლივერპული 0:1
გოლი: ელიოტი (87)

altდი მარციო: "ნაპოლიმ" "კვარა" "ლივერპულს" 100 მილიონად არ მიჰყიდა და დღეს "წითლების" წინააღმდეგ ითამაშებს

altდიდი მატჩი პარიზში და რატომ უნდა იყოს ხვიჩა ძირითადში - პსჟ VS ლივერპული

მკითხველის კომენტარები / 54 /
სამართალი თუ არსებობს ენფილდზე მინიმუმ დამატებით დროში უნდა გადავიდეს თამაში. კვარას თამაშგარე და ზოგადად ასეთი თამაშგარეები კლავს ფეხბურთს ჩემი აზრით. გამაღიზიანებელია ეს სანტიმეტრები. მესმის რომ ახლა წესი ასეა მაგრამ უნდა შეიცვალოს
რაბუ
02:06 06-03-2025
4
პსჟ-ს თუ დაღუპავს,პირველ რიგში დაღუპავს,გუდში არსებული არაჯანსაღი მდგომარეობა,ერთი შეხედვითაც ჩანს,რომ კვარას აიგნორებენ ბარკოლა და დემბელე,ლივერპულთან საკმარისად იყო სიტუაცია,როდესაც კვარაცხელია საუკეთესო პოზიციაში იყო და პასი არ გაუკეთეს.რომ გაეკეთებინათ,დარწმუნებული ვარ ხვიჩა გაიტანდა და სულ სხვა თამაში წავიდოდა.ასეთ პრინციპულ,უმაღლესი დონის შეხვედრაში ერთი ასეთი უკეთეს პოზიციაზე მყოფი თანაგუნდელის ვერ დანახვაც კი ძვირად ფასობს.ფეხბურთელებს უჭირთ იმის გათავისება,რომ ეს სხვა დონის შეხვედრაა,ეს არ არის ბრესტი,ეს არ არის საფრანგეთის ჩემპიონატი,სადაც პსჟ სხვა გუნდებზე ერთი თავით მაღლა დგას და უამრავ მომენტს ქმნის.ბარკოლას და დემბელეს აშკარად არ უხარიათ კვარას წარმატება.ალბათ,არ უხარიათ ისიც რომ დუე ძირითადში ვერ ხვდება მის გამო,შესაძლოა ეს სამეული საუკეთესო მეგობრებიც არიან.როდესაც კვარაცხელიამ გაიტანა თანაგუნდელების რეაქცია ამაზე მიუთითებს.ეს არის,ჩემი აზრით, პსჟ-ს უმთავრესი პრობლემა.ლივერპულთან თუ გამოვარდნენ სწორედ გუნდური სულისკვეთების ბრალი იქნება.ამ კომპონენტში ლივერპული აშკარად უკეთესად გამოიყურება.
დავითი
06:57 06-03-2025
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული