კვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში 0:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი პსჟ-ის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.

„ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა. ვაჩვენეთ, რომ დღეს უკეთესი გუნდი ვიყავით. გამარჯვებას ან ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. საპასუხო შეხვედრისთვის მოვემზადებით. „ენფილდზე“ რთული დაპირისპირება გველის. ისევ ასეთივე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და გავიტანოთ.

გაუქმებულმა გოლმა გული ძალიან დამწყვიტა, თუმცა მუშაობის გაგრძელება გვმართებს და შედეგები მოვა - გუნდისთვის და ჩემთვის“, - ციტირებს კვარაცხელიას Canal+.

altროგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "ლივერპულთან" მატჩში?

altკვარაცხელიას გოლი გაუუქმეს - პსჟ-მა "ლივერპულთან" ალოგიკური

მარცხი განიცადა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიჩამ დღეს დაამტკიცა თავის დონე, ხვიჩასთვის საუბედუროდ და ლივერპულისთვის საბედნიეროდ ალისონმა სეზონის მატჩი ჩაატარა, რეალურად დიდი ანგარიშით წაგებას გადაარჩინა გუნდი. ლუის ენრიკეს მშვენიერი სამუშაო აქვს გაწეული, ქვას ქვაზე არ ტოვებს ლივერპული ინგლისში და ამ დროს პსჟ-მ ფაქტიურად ცალკარა ეთამაშა. ხშირად ფეხბურთი ალოგიკურია, ამიტომაც არის საინტერესო, არანაკლები თამაში გველოდება ინგლისში. წარმატებები ლომო!
მამუკა
03:44 06-03-2025
0
ყოველთვის არ გაუმართლებს ალისონ, წესით ენფილდზე პსჟ - ემ უნდა შეჭამოს ლივერი. სლოტმა ტაქტიკით აჯობაო. მე მხოლოდ ის დავინახე, რომ პირველივე წუთიდან დრო გაჰყავდათ და ავტობუსი ქონდათ ჩაყენებული. იგივე თამაშს ველოდები, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ალისონს ამოტენიან. ძალიან მაგარი შემტევები ყავთ ფრანგებს. ხვიჩა მართლაც რომ დიდებული ბიჭია. ვუსურვებ გამარჯვებას!
გიგო პაპა
10:32 06-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული