ლუის ენრიკეს ქამბექის სჯერა და კვარაცხელიას შესახებ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლივერპულთან“ 0:1 დამარცხების შემდეგ, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა.

„შედეგი ძალიან უსამართლოა. მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე იყო. ჩემი გუნდით ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ფეხბურთი სამართლიანი არ არის. საპასუხო შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იყო თუ არა ბარკოლაზე პენალტი? კომენტარის გარეშე. დიდ გუნდებთან თამაში გვიჭირს? ჩვენ „ლივერპულზე“ გაცილებით უკეთესი ვიყავით, თუმცა მათ გაიმარჯვეს. მე ნეგატიურ მომენტებს ვერ ვხედავ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - ციტირებს ლუის ენრიკეს Canal+.

ესპანელმა სპეციალისტმა AS-ს განუცხადა, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ, ქამბექი შესაძლებელია და რა თქმა
უნდა, ამას გააკეთებენ.

„პარიზიენი“ წერს, რომ „პარი სენ ჟერმენის“ თავკაცს ხვიჩა კვარაცხელიას მისი გუნდის რთულ სათამაშო სქემაში წარმატებულ ადაპტაციაზე დაუსვეს კითხვა. ლუის ენრიკემ უპასუხა, რომ „კვარამ“ ძალიან ადვილად მოახერხა ადაპტაცია, პსჟ-ში თამაშისთვის დიდი ფეხბურთელი უნდა იყო, არ სურს ცალკეულ მოთამაშეზე საუბარი და უნდა გუნდზე ილაპარაკოს, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს.

altკვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]

altროგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "ლივერპულთან" მატჩში?

altკვარაცხელიას გოლი გაუუქმეს - პსჟ-მა "ლივერპულთან" ალოგიკური მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
1. ხვიჩამ ძალიან მოუმატა. ეს მისი საუკეთესო თამაში იყო წელს.
2. თამაშგარე წესის ფორმულირება შესაცვლელია. მთელი ლივერპულის გუნდი საჯარიმოში რომ დგას, 20 მეტრიდნ გატანილი გოლი როგორ უნდა გაუქმდეს?
3. ვინც ხართ ნაღდი ქართველები, ყველას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ.
4. განმეორებით თამაშში PSG ლივერპულს შეჭამს.
5. როგორ ფიქრობთ, ამ კომენტარს დისლაიქები ვინ დაუხატა?
უფროსი ნაჩალნიკი და გენერალური მდივანი
05:54 06-03-2025
11
ვიფიქრე მოჩვენებები დამეწყო მეთქი, როდესაც მოთამაშეების შეფასებებს დავხედე. ალისონის შემდეგ კვარა საუკეთესო იყო მოედანზე და უფროსი ნაჩალნიკის კომენტარზეც ყველამ დავალაიქეთ. ლივერი ვერაფრით ვერ იყო უკეთესი, მარა ესაა მისი აღმატებულება ფეხბურთი. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, ყველაფერი ენფილდზე გადაწყდება. წარმატება ჩვენ ბიჭს.

პ.ს. რაფინიას გოლი ვნახე და ტიპმა ერთი წაუფაჩუნა გოლი გავიდა. ჯერ მარტო კვარამ რამდენი უბაგუნა და მართლა ბრავო ალისონს. ასეთი ალისონის ამოგდება ჩვენ მამარდას გაუჭირდება.
G.LA
09:49 06-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული