
ქართველ ფეხბურთელს მე-20 წუთზე გატანილი ულამაზესი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, რაზეც ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის მიკროფონებთან ისაუბრა.
"პინტურიკიომ" ხვიჩას გაუქმებული გოლი სირცხვილად მიიჩნია და თქვა, რომ ქართველმა ულამაზესი დარტყმა შეასრულა.
"ის, რაც მოხდა, სირცხვილია! წარმოუდგენელია რომ ასეთი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. ხვიჩამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბურთი გააჩერა, დრიბლინგის ნაცვლად ბურთი გაისწორა, სივრცე იპოვა და გაიტანა. სირცხვილია, რომ ასეთი ლამაზი გოლი გააუქმეს", -
ლუის ენრიკეს ქამბექის სჯერა და კვარაცხელიას შესახებ კითხვაზე უპასუხა