"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა "ლივერპულს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ქართველ ფეხბურთელს მე-20 წუთზე გატანილი ულამაზესი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, რაზეც ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-ის მიკროფონებთან ისაუბრა.

"პინტურიკიომ" ხვიჩას გაუქმებული გოლი სირცხვილად მიიჩნია და თქვა, რომ ქართველმა ულამაზესი დარტყმა შეასრულა.

"ის, რაც მოხდა, სირცხვილია! წარმოუდგენელია რომ ასეთი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. ხვიჩამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბურთი გააჩერა, დრიბლინგის ნაცვლად ბურთი გაისწორა, სივრცე იპოვა და გაიტანა. სირცხვილია, რომ ასეთი ლამაზი გოლი გააუქმეს", -
თქვა დელ პიერომ. 

altლუის ენრიკეს ქამბექის სჯერა და კვარაცხელიას შესახებ კითხვაზე უპასუხა

altკვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
სამართლიანი კაცი იყავი და ხარ, დელპიერო. ერთი კიდევ გაუმეორე ამ კვარას მოძულე ჩიტებს, რომ დიდი კვერცხები არიან და ფეხბურთის არა გაეგებათ რა. რომ მხოლოდ ბოღმა და შურია ამათი ცხოვრების არსი რამეთუ წარმატებული ქართველი გააშავონ და წარუმატებლად წარმოაჩინონ, რადგან თვითონ არიან მთელი ცხოვრება არშემდგარი არსებები და როგორც დიდი ნოდარ დუმბაძე იტყოდა, /დამპალი თესლიდან აღმოცენებულები/
ისე ჩემი აზრით კვარაზე უკეთესი ორივე გუნდიდან, იყო მხოლოდ ალისონი. ყველაზე ცუდი, ვარის კაბინაში მჯდომი ფუტუროები, ხოლო მინდორზე მსაჯი, რომელმაც ორი აშკარა პენალტი არ დადო, რომელსაც ორიდან ერთს მაინც, აუცილებლად დადებდა იტალიაში. და კიდევ, წითელი არ უჩვენა ბარკოლასთან დაჯარიმებულ ლივერპულის დამცველს.
მალხაზ ჯობავა
13:31 06-03-2025
2
გენაცვალე ლეგენდა! აი სწორი შეფასება მაგარი ფეხბურთელის.
kesha
13:10 06-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული