სიომინი: ხვიჩაზე სასაცილო თამაშგარე იყო - ვერ გავიგე, რატომ შეცვალა ლუის ენრიკემ

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ, პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

„შეხვედრა ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ლუის ენრიკემ შეცვლები ვერ გამოიცნო, რადგან პსჟ-ს მალე გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ მერე ინიციატივას „ლივერპული“ დაეუფლა. 70 წუთი უპირატესობას „პარი სენ ჟერმენი" ფლობდა, უბრალოდ მომენტები ვერ გამოიყენეს.

მე ხვიჩას თამაშგარეს მომენტი ვერა და ვერ გავიგე. ეს სასაცილო თამაშგარე იყო, რომელიც შემტევი გუნდის სასარგებლოდ უნდა ჩათვლილიყო. ხვიჩამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ვერ გეტყვით, რა მიზეზებით მოხდა მისი შეცვლა, თუმცა ამან პარიზულ გუნდს
ცუდი სამსახური გაუწია. ხვიჩამ ბევრჯერ დაარტყა კარში, მოედანზე ყველა პოზიციაზე მოქმედებდა და ჩემი აზრით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ“, - ციტირებს სიომინს Championat-ი.

alt"ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ძარცვა იყო" - კარაგერი პსჟ-სა და "ლივერპულის" მატჩზე

altხვიჩამ ამ ორ საკითხზე დაგვაფიქრა... რა აკლდა პსჟს და რა იკითხებოდა მეორე მხარეს

alt"ბითლზის" სიმღერა "HELP" ხვიჩას "ლივერპულთან" პერფორმანსს ეძღვნება" - ფრანგული SOFOOT-ი საინტერესო შეფასებას აკეთებს

alt"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე

alt"ფრეს შემთხვევაშიც გაგვიმართლებდა" - არნე სლოტი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 17 /
ნახევრად ავტომატური თამაშგარეს სისტემა არის და მან დააფიქსირა რო კვარას ქუსლი უფრო წინ იყო,რა პირველი შემთხვევა არის? ზოგს ცხვირი აქვს გრძელი,ვიღაცაც ფრცხილი დასაჭრელი და ვიღაცას "ტალავერი" აუფრიალდება,ასე ხვდებიან ოფსაიდში და რა მერე მაგით?

რაც შეეხება მეორე თამაშს,ამ ხალხს ენფილდი სხვა რამე გონიათ და იმასაც ვერ ხვდებიან,რა არის ენფილდი და მისი ხიბლი. ლივერპული მაგ სტადიონზე ეგრე ვერ ითამაშებს და დაცვაში არ ჩადგება,ამას ენფილდი არ მოუთმენს. იქ სხვა თამაში იქნება და ლივერპული მოიგებს ან დააფიქსირებს იმ შედეგს,რაც შემდგომ ეტაპზე გაიყვანს. უბრალოდ,ფეხბურთია და ათასი რამე ხდება,მარა თუ ლივერპულს კაცი არ გაუგდეს,ენფილდზე არ წააგებს თამაშს.სისხლის სუნი თუ იგრძნო ენფილდმა,მერე ნახავთ რა არის ენფილდი. დარწმუნებული ვარ რო პსჟ გუნდს ძილი არ უწერია თამაშის წინა ღამეს სასტუმროში,იქ არიან ხალხი ვინც ამაზე იზრუნებენ. ესეც უქნიათ მაგალითად ბარსელონასთან და წესებს არ ეწინააღმდეგება. მე თქვენ გეტყვით და პოლიციას გამოიძახებენ,რა ის პოლიციელი სხვა გუნდის ფანი იქნება ლივერპულში?
იასონას უდარი
07:58 07-03-2025
3
რაღა დროის სიომინია და გრიშა ონიანი.
მახო
06:15 07-03-2025
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული