
„შეხვედრა ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ლუის ენრიკემ შეცვლები ვერ გამოიცნო, რადგან პსჟ-ს მალე გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ მერე ინიციატივას „ლივერპული“ დაეუფლა. 70 წუთი უპირატესობას „პარი სენ ჟერმენი" ფლობდა, უბრალოდ მომენტები ვერ გამოიყენეს.
მე ხვიჩას თამაშგარეს მომენტი ვერა და ვერ გავიგე. ეს სასაცილო თამაშგარე იყო, რომელიც შემტევი გუნდის სასარგებლოდ უნდა ჩათვლილიყო. ხვიჩამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ვერ გეტყვით, რა მიზეზებით მოხდა მისი შეცვლა, თუმცა ამან პარიზულ გუნდს
ცუდი სამსახური გაუწია. ხვიჩამ ბევრჯერ დაარტყა კარში, მოედანზე ყველა პოზიციაზე მოქმედებდა და ჩემი აზრით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ“, - ციტირებს სიომინს Championat-ი.
რაც შეეხება მეორე თამაშს,ამ ხალხს ენფილდი სხვა რამე გონიათ და იმასაც ვერ ხვდებიან,რა არის ენფილდი და მისი ხიბლი. ლივერპული მაგ სტადიონზე ეგრე ვერ ითამაშებს და დაცვაში არ ჩადგება,ამას ენფილდი არ მოუთმენს. იქ სხვა თამაში იქნება და ლივერპული მოიგებს ან დააფიქსირებს იმ შედეგს,რაც შემდგომ ეტაპზე გაიყვანს. უბრალოდ,ფეხბურთია და ათასი რამე ხდება,მარა თუ ლივერპულს კაცი არ გაუგდეს,ენფილდზე არ წააგებს თამაშს.სისხლის სუნი თუ იგრძნო ენფილდმა,მერე ნახავთ რა არის ენფილდი. დარწმუნებული ვარ რო პსჟ გუნდს ძილი არ უწერია თამაშის წინა ღამეს სასტუმროში,იქ არიან ხალხი ვინც ამაზე იზრუნებენ. ესეც უქნიათ მაგალითად ბარსელონასთან და წესებს არ ეწინააღმდეგება. მე თქვენ გეტყვით და პოლიციას გამოიძახებენ,რა ის პოლიციელი სხვა გუნდის ფანი იქნება ლივერპულში?