სიომინი: ხვიჩაზე სასაცილო თამაშგარე იყო - ვერ გავიგე, რატომ შეცვალა ლუის ენრიკემ

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ, პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

„შეხვედრა ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ლუის ენრიკემ შეცვლები ვერ გამოიცნო, რადგან პსჟ-ს მალე გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ მერე ინიციატივას „ლივერპული“ დაეუფლა. 70 წუთი უპირატესობას „პარი სენ ჟერმენი" ფლობდა, უბრალოდ მომენტები ვერ გამოიყენეს.

მე ხვიჩას თამაშგარეს მომენტი ვერა და ვერ გავიგე. ეს სასაცილო თამაშგარე იყო, რომელიც შემტევი გუნდის სასარგებლოდ უნდა ჩათვლილიყო. ხვიჩამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ვერ გეტყვით, რა მიზეზებით მოხდა მისი შეცვლა, თუმცა ამან პარიზულ გუნდს
ცუდი სამსახური გაუწია. ხვიჩამ ბევრჯერ დაარტყა კარში, მოედანზე ყველა პოზიციაზე მოქმედებდა და ჩემი აზრით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ“, - ციტირებს სიომინს Championat-ი.

alt"ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ძარცვა იყო" - კარაგერი პსჟ-სა და "ლივერპულის" მატჩზე

altხვიჩამ ამ ორ საკითხზე დაგვაფიქრა... რა აკლდა პსჟს და რა იკითხებოდა მეორე მხარეს

alt"ბითლზის" სიმღერა "HELP" ხვიჩას "ლივერპულთან" პერფორმანსს ეძღვნება" - ფრანგული SOFOOT-ი საინტერესო შეფასებას აკეთებს

alt"წარმოუდგენელია, რომ ასეთი თამაშგარე დააფიქსირეს, სირცხვილია!" - დელ პიერო კვარაცხელიას გატანილ გოლზე

alt"ფრეს შემთხვევაშიც გაგვიმართლებდა" - არნე სლოტი პსჟ-სთან მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 14 /
უარყოფით ასპექტში არ ვამბობ, მაგრამ იმდენი იშრომა ხვიჩამ, რომ დაიღალა. ეს აშკარად გამოჩნდა და რა? ენრიკე დებილია და უარესი უნდოდა თავისთვის და გუნდისთვის? - შემოუშვა დასვენებილი, თუმცა უიღბლო დღე იყო პსჟსთვის
ირაკლი
21:24 06-03-2025
0
ბატონო გოგა, რა, ოსიმენი ნაკლებს მაზავდა? კი ბატონო, შეიძლება ცოტათი უკეთესი იყოს, მაგრამ მთლად ჩამოწერაც არ ივარგებს დემბელესი. დამანგრეველი წინა ხაზი ყავს პსჟ-ს. აბა მაშინ სალაჰმა რა გააკეთა?
გოგა-ს
20:57 06-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული