02:22 10-03-2025
გოლი და საგოლე გადაცემა - წიტაიშვილის საუკეთესო მატჩი "გრანადაში" [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძელთა გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და 84-ე წუთზე შეცვალეს. ანალიტიკური საიტებისგან მან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.4, flashscore 8.2.
წიტაიშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე 26 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„გრანადამ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის (3 ფრე და 1 წაგება) შემდეგ გაიმარჯვა, 46 ქულით მერვე ადგილზეა და 16 მარტს „კადისს“ ესტუმრება.
გრანადა. „ლოს კარმენესი“
გრანადა - რასინგ ფეროლი 3:0
გოლები: 1:0 ლამა (32), 2:0 სანჩესი (36), 3:0 წიტაიშვილი (58)
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
იმედია ლევანტეც და გრანადაც, ორივე გადავა ლა ლიგაში და მომავალ წელს ორი წარმომადგენელი გვეყოლება ესპანეთის უმაღლეს ლიგაში, თუ ასე მოხდა არცერთმა არ უნდა შეიცვალოს გუნდი, უდიდესი გამოცდილება იქნება მათთვის და ამავე დროს უკეთეს გუნდში გადასვლის შესაძლებლობა კარგად თამაშის შემთხვევაში. გიოს ბევრი დრო დააკარგვინეს სლავებმა, ამიტომ უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რუსეთიც და უკრაინაც ერთიდაიგივეა, ევროპის მეორე დივიზიონში თამაში ჯობია იქ თამაშს, თუ ნიჭი გაქვს და თავს გამოიჩენ, არავინ არ დაგტოვებს, ბიზნესია ეს მათთვის. წარმატებები ბიჭებს უხვგოლიანი უქმეები მოგვიწყეს, დღეს კვარამ უნდა დააგვირგვინოს ეს ყველაფერი.
0
1
Erti tamashi atamashos Vilim marjvena garemarbad wita,(shengeliac)araa mati saqme marcxena mcveloba,warmatebebi bichebo!!!!
6
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება

სიახლეები
პოპულარული
