Daily Mercato: პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი გადავიდეს

AutoSharing Option
Daily Mercato-ს ცნობით, პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ.

გამოცემა იტყობინება, რომ პარიზული კლუბი თბილისის „დინამოს“ 16 წლის მარცხენა მცველით, საბა ხარებაშვილით დაინტერესდა, მას აკვირდება, შეიძლება ტრანსფერში გარკვეული როლი ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა ითამაშოს და „კვარამ“ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაში დაარწმუნოს.

აღნიშნულია, რომ ხარებაშვილი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 2024 წლის ივნისში ევროტურნირებზე მიიღო მონაწილეობა (15 წლის, 10 თვის და 8 დღის), ასაკის კვალობაზე შთამბეჭდავი აღნაგობის და სიმაღლისაა (184 სმ), თანამედროვე მცველია, ტაქტიკური უნარები გააჩნია, ცენტრშიც შეუძლია თამაში და
დიდი პოტენციალი გააჩნია.

ხარებაშვილით აგრეთვე "რეალი", „ბარსელონა“, „ბაიერნი“, "ლივერპული" და „ნაპოლი“ არიან დაინტერესებული. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 800 ათასი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ღმერთმა ქნას გაამართლონ ის იმედები რაც არის, ამანაც და სალიამაც, მაგრამ ეროვნულ ლიგაში ვერაფერს აჩვენებენ, იმედია ეს ჩვენი უხეირო ლიგის ბრალია და არა მათი.
ტტტ
19:54 10-03-2025
4
დღეს არა მგონია რომელიმე გრანდი 16 წლის ბიჭს ძირითადში სათამაშოდ, რომ იყიდის. მათი მიზანია, კარგი ტალანტი ჩაიგდონ ხელში და ბარტყი არწივად აქციონ, ანუ ხვიჩასი არ იყოს, ერთ მილიონად ჩაიგდონ ხელში და 2-3 წელიწადში 100 მილიონიანად აქციონ.
ჟორა გაბრიჭიძე
22:57 10-03-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული