სლოტი: პსჟ-ს დონის გუნდს ამ სეზონში არ შევხვედრივართ

AutoSharing Option
პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „ლივერპულის“ მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა:

„პარიზელთა კარგმა თამაშმა საერთოდ არ გამაკვირვა. მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. საკმარისზე მეტი დრო მქონდა და „პარი სენ ჟერმენის“ ბევრი შეხვედრა ვნახე, მოხიბლული დავრჩი ინტენსივობით, ერთიანობით და მოედნის ცენტრში ცვლილებებით. ზოგიერთი ამბობდა, რომ ცუდად ვითამაშეთ, რასაც არ ვეთანხმები. ვფიქრობ, მეტოქემ წარმოუდგენლად ითამაშა. ასეთ გუნდს ამ სეზონში არ დავპირისპირებივართ. თუმცა, მიმაჩნია, უკეთესად ასპარეზობა შეგვიძლია და ეს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე უნდა დავამტკიცოთ.

დიახ, პსჟ ყველაზე სრულყოფილი გუნდია, რომელსაც მიმდინარე
სეზონში შევხვდით. „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ ძალიან დავჯაბნეთ, მაგრამ პსჟ მათ ინტენსივობითა და კლასით ძალიან სჯობია. მაღალი დონე აქვთ და ძალიან, ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ის გუნდს ისე თამაშის უფლებას აძლევს, რომ მათთან დაპირისპირება ადვილი არ არის. ყოველი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს იღებს და მისი ხელმძღვანელობით გუნდი საოცრად შრომისუნარიანია. აი, რატომ გვმართებს საუკეთესოდ გარჯა“.

altლუის ენრიკე: მოსაგებად ჩამოვედით და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

altკვარაცხელია: შანსები თანაბარია - კიდევ უფრო მეტი შემიძლია

altპსჟს "ლივერპულის" ხმაურიანი ქომაგების დამწუხრების იმედი აქვს - შთამბეჭდავი "კვარას" საფრთხე...

მკითხველის კომენტარები / 8 /
კი ზუსტად მასეა. რაც საუთგემპტონთან გქონდათ უპირატესობა იგივე უპირატესობა ქონდა პსჟ-ს თქვენთან 72%~28% და დარტყმები 20-2 . ავტობუსის ჩაყენებას ენფილდზე არ გაპატიებთ საკუთარი გულშემატკივრი. მეც მომეჩვენა რომ პსჟ გაცილებით ძლიერი იყო, თუმცა ენფილდზეც უნდა დაამტკიცონ თავისი. ასე რომ ვნახოთ ვისი აჯობებს.
G.LA
07:00 11-03-2025
1
პარიზელთა მთავარი პრობლემა საბოლოო ჯამში არის ცენტრფორვარდი.
რეალურად არ ყავთ.
ცრუ 9-იანიტ თამაშობს ეს გუნდი.
ოსიმენი დახატავდა.

ერთადერთი ეს მიზეზი იქნება თუ ლივერპულის ბარიერს ვერ გაივლის
თორე სხვა ასპექტით ჯობია
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული