სიომინი: კვარაცხელია ბრწყინვალეა - პსჟ-ის შემდეგ ეტაპზე გასვლა კანონზომიერია

AutoSharing Option
პსჟ-ის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" დამარცხებას და ხვიჩა კვარაცხელიას კარგ თამაშს ცნობილი რუსი მწვრთნელი იური სიომინი გამოეხმაურა.

"ჩემი აზრით, ეს მატჩი ამ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო იყო - ხარისხით, ემოციებით, ყველაფრით. სრულიად განსხვავებული "პარი სენ ჟერმენი" ვნახეთ. მბაპეს შემდეგ უფრო გუნდური გახდნენ, რადგან მეტს უტევენ და ყველანი თავს იცავენ. დაცვაში ხვიჩა, დემბელე და ბარკოლა მიდიან. უფრო ერთიანი გუნდია.

კვარაცხელია ბრწყინვალედ თამაშობს. როდესაც საჭიროა, გუნდისთვის მუშაობს, როცა აუცილებელია, ინდივიდუალური მოქმედებებით გამოირჩევა. ბალანსის ერთიანობა იმაზე მეტყველებს, რომ გუნდში სრულად ინტეგრირებულია და მნიშვნელოვანი ფიგურა
გახდა. მიმაჩნია, რომ ხვიჩას, ბარკოლას და დემბელეს თავდასხმის სამეული ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ თავიდან იგრძნობოდა, რომ ხვიჩას არ მოსწონდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, ახლა სიამოვნებას იღებს. გუნდისთვის დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. პსჟ-ის შემდეგ ეტაპზე გასვლა კანონზომიერია", - ციტირებს სიომინს Sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩა კარში დარტყმის მომენტში მგონია ცოტათი ემოციურია და ამიტომ აკლებს ხოლმე ზოგჯერ სიზუსტეს. და როცა ეს “ტვირთიც” მოეხსნება, მერე სხვანაირად “იფრენს”.
წარმატებები ჩვენო ძმაო!!!
გიორგი
20:39 12-03-2025
2
ნაპოლიში ხვიჩას აიძულებდნენ დაცვაში ემუშავა,საქართველოს ნაკრებში როცა გუნდს სჭირდებოდა,ყველგან თამაშობდა,პსჟში,უკვე შეგნებული დისციპლინა და დაცვაში ენთუზიაზმით დახმარება ჩანს.ზუსტად ესმის გუნდს სად უჭირს და ყველანაირად ეხმარება წინაც და უკანაც.თანაც ხარისხიანად.აქ უკვე კონტეს დამსახურებაც ჩანს.კვარა ზუსტად საჭირო დრო დარჩა,მისი ხელმძღანელობის ქვეშ და როცა სასწავლი ისწავლა,ნაპოლი დატოვა.დღეს მას თავით აგრესიული თამაში აქვს გასაუმჯობესებელი და მკვლელის ინსტიქტი დასახვეწი,ეს საერთოდ თუა შესაძლებელი.დანარჩენი მგონი უკვე ყველაფერი იცის და მხოლოდ გაუჯობესება სჭირდება.
სოსო
20:19 12-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული