კვერნაძემ ლამაზი გოლი გაიტანა და "ფროზინონეს" ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია B-ს 30-ე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი კვერნაძემ ამ მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე ლამაზი გოლით გახსნა. კვერნაძე 67-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში flashscore-მ 7.5 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 7.2-ით. მიმდინარე ტურნირზე ქართველის ანგარიშზე 25 შეხვედრაში 3 გოლია.

„ფროზინონემ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ბოლო 6 დაპირისპირებაში მარცხი არ განუცდია, 33 ქულით მე-12 ადგილზეა და 29 მარტს „სამპდორიას“ ესტუმრება.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - ბრეშა 2:1
გოლები: 1:0 კვერნაძე (16), 1:1 მონჩინი (42), 2:1 გაჯემისი
(61)

altგიორგი კვერნაძემ "ბარის" ეფექტური გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ პოზიციიდან გატანა,ქართველმა ბიჭებმა უკვე კარგად აითვისეს.
სოსო
09:55 16-03-2025
0
ხვიჩაზე მეტს დარბის, უკეთესი დიხანია აქვს. კიდევ მოუმატებს და მერე ჟორჟივით მოხვდება კარგ გუნდში. ცოტა სტაბილურობა და იღბალი ჭირდება, ძალიან სუსტ გუნდშია და უჭირს ყოველთვის თავის გამოჩენა. წარმატებები!
სანაკრებო ბიჭია
12:58 16-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული