მალე მოლაპარაკებები დაიწყება - თურქული კლუბი ქოჩორაშვილის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
spor.haber7-ის და fotomac-ის ცნობით, შენოლ გიუნეშის ნაცვლად „ტრაპზონსპორის“ მწვრთნელად დანიშნულმა ფატიხ ტეკემ საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის შეძენის სურვილი გამოთქვა.

აღნიშნულია, რომ ტეკეს სკაუტებმა ქოჩორაშვილის შეძენა ურჩიეს, მან ქართველის თამაშს უყურა, ძალიან მოეწონა, კლუბს ტრანსფერის განხორციელება დაავალა და მალე მოლაპარაკებები დაიწყება.

გამოცემები წერენ, რომ ქოჩორაშვილი საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ ცენტრალურ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში, ნაკრებსა და თავის ამჟამინდელ გუნდში თავი ჩინებულად წარმოაჩინა, მისი ღირებულება კი თანდათან იზრდება.

„ტრაპზონსპორმა“ ზამთარში „შახტარისგან“ ალეკსანდრ ზუბკოვი და დანილ სიკანი იყიდა და ზაფხულში შემადგენლობის კიდევ უფრო
გაძლიერებას შეეცდება.

alt"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

altქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

მკითხველის კომენტარები / 19 /
მხოლოდ ნაპოლი!~ ან დარჩენა ლევანტეში.
Modric
04:55 27-03-2025
3
თურქეთისთვის აგერ ელიგის ჩემპიონატში ბევრი საშუალო დონის ქართველი ფეხბურთელები გვყავს 28-29 წლისები და ისინი იყიდონ, დაასაქმონ. ამის იქით რა მოგახსენოთ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული