საქართველოს უეფას კოეფიციენტთა ცხრილში ლიტვამ გაასწრო, შანსი ლუქსემბურგსაც აქვს

AutoSharing Option
ქართული კლუბები უეფას საკლუბო ტურნირებში აღარ არიან, მაგრამ ამ ზაფხულს მათ იმდენად კატასტროფულად იასპარეზეს, რომ საქართველო უეფას საკლუბო კოეფიციენტთა მიმდინარე რეიტინგში კვლავ კარგავს პოზიციას.

"სამტრედიის" კრახმა საქართველო უეფას ცხრილში კიდევ ერთი ადგილით დახია უკან

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩების მერე საქართველოს რეიტინგში ლიტვამაც გადაუსწრო. "სუდოვასა" და "ტრაკაის" კარგი თამაშის წყალობით, ლიტვამ ამ სეზონში 2,125 ქულა უკვე დააგროვა, როცა ჩვენი მონაგარი 0,125 ქულაა.

დღეისთვის საქართველო 45-ე პოზიციაზეა 5,0 ქულით. აღსანიშნავია, რომ ევროთასების დაწყებამდე ჩვენი ქვეყანა მე-40 პოზიციაზე
იყო. მეტი უკუსვლა ამ სეზონში ნაკლებად არის მოსალოდნელი, ჩვენი გადასწრების შანსი მხოლოდ ლუქსემბურგს აქვს, რომლის "ფოლაც" საპასუხო მატჩში შვედურ "ოსტერსუნდს" უმასპინძლებს (პირველი 0:1 წააგო). ლუქსემბურგს 4,375 ქულა აქვს.

თუ საქართველო საკლუბო რეიტინგში 52-ე ადგილამდე დაქვეითდება (რაც ამ სეზონში ნამდვილად აღარ ელის), მაშინ ჩვენი ქვეყანა ევროთასებზე ერთით ნაკლები წარმომადგენლით წარდგება - 1 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ევროპალიგაზე (3-ის ნაცვლად).

წლეულს ჩვენზე უკეთ იასპარეზა უეფას 55 წევრიდან 53-მა (კოსოვოს ქულა არ დაუგროვებია). გვაჯობეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც სან მარინო და ანდორაა (0,166 ქულა თითოეულს).

შეგახსენებთ, რომ 2017/18 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე "სამტრედია" წარადგენდა, რომელიც II საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და პირველივე ბარიერი ვერ გაიარა. ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდნენ ბათუმის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო".
მკითხველის კომენტარები / 14 /
კოსოვო სახუმარო გგონიათ?მიდით და ეთამაშეთ ვნახავთ რა შედეგს დადებთ... ალბანეთზე ლაპარაკიც კი ზედმეტია
ebbe sandi
01 აგვისტო 2017 10:21
0
ჯერ სანაკრებო (საკლუბო ხომ გლიჯავს ევროტურნირებზე) თამაში არ მოგიგიათ და ქულებს რაში მოგანიჭებდნენ?
999
01 აგვისტო 2017 10:19
0
საგზური კი არა კვახი...ვითომ თქვენც სახელმწიფო ხართ და თქვენც ღებულობთ მონაწილეობას რაღაც რაღაცებში,რასაც იმსახურებთ ის ხართ
sos
01 აგვისტო 2017 10:16
0
მომავალი წელი ამაზე უარესი აღარ(ვეღარ)იქნება,ასე რომ მეგობრებო,მოიკრიბეთ მოთმინება და ელოდეთ მომავალი წლიდან აღმასვლას.ეს ყველაფერი სიმწრით ნათქვამია,მაგრამ სერიოზულადაც თუ ვილაპარაკებთ,ვფიქრობ ეს ახალი სათამაშო მოედნები,აკადემიები,კერძო გუნდები ცოტცოტაობით რაღაც შედეგების მოცემას დაიწყებენ და რაღაც პროგრესი დაისახება,ეს საკლუბო მენეჯმენტის სკოლა გამოვლილი ხალხიც ცოტა რაღაცას მაინც შესცვლის კლუბების მენეჯმენტში და თუ იმედი გაჩნდა,მერე იმედიც უკვე დიდი ფაქტორია წინსვლისათვის
სოსო
01 აგვისტო 2017 10:14
0
მურთაზი-ს ვისთვისაა ფული?
nini
01 აგვისტო 2017 10:14
0
კალაძის მიერ დაკომპლექტებული ფედერაციის მიერ დადებული შედეგი ეს არის.
ენერგეტიკაში როგორ გაგვინახევრა ტარიფები ვხედავთ და ახლა კიდევ თბილისის მერად რომ ავირჩევთ მთლად ავშენდებით.
აბა რა გეგონათ
01 აგვისტო 2017 08:49
0
რად გვინდა რო ეგ საგზური...
Tengo
01 აგვისტო 2017 08:13
0
რა სისულელეააააა! ფეხბურთი 250 მილიონით ფინანსდება და სხვა სპორტი მაგდენით არა და რატომ თუ იცით? იმიტომ რომ ფეხბურთში ჩასვრილები ვართ.
nika
01 აგვისტო 2017 02:39
0
სადამ რეგიონებსჰი არ იკნება პეხბურტის იფრასტრუკტურა როგორ ტბილისჰი უპრო ვარესი სჰედეგი იკნება
otar
31 ივლისი 2017 21:16
0
....ფული არის, ნიჭი არის, ტრადიციები არის, შედეგი არ არის...ნეტავი რატომ? - შედეგი ალბათ იმიტომ არ არის რომ ფეხბურთში დასაქმებულია დიდი მადის მქონე კომბინატორები
მურთაზი
31 ივლისი 2017 20:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული