თანამედროვე მარადონა: "ღმერთის ხელის" მფლობელს ვიდეოგამეორებების სისტემა მოსწონს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მხარი დაუჭირა ფეხბურთში ვიდეოგამეორებების სისტემის შემოღებას, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სკანდალური გოლი გაიტანა.

"რა თქმა უნდა, ამის შესახებ ყოველ ჯერზე ვიხსენებ, როცა ამ სისტემის მხარდაჭერით გამოვდივარ. ვფიქრობდი ამაზე და დარწმუნებული ვარ, გოლს არ ჩათვლიდნენ, არბიტრს თავის განკარგულებაში ვიდეოგამეორებების სისტემა რომ ჰქონოდა.

უფრო მეტსაც გეტყვით: მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე, სსრკ-სთან მატჩში კარის ხაზიდან ხელით გამოვიტანე ბურთი. მაშინ გაგვიმართლა, რომ მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია. მაშინ ასეთი ტექნიკური
შესაძლებლობები არ იყო, დღეს კი სულ სხვა სიტუაციაა.

ასეთი სისტემის მიხედვით, არამხოლოდ ჩემი "ღმერთის ხელი" არ იარსებებდა. მოდი, გავიხსენოთ, რომ ინგლისმა მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატზე იმ დარტყმით მოიგო, რომლის შემდეგაც, ჩემი აზრით, ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს. ის უსამართლობა ბუმერანგივით დაბრუნდა 2010 წელს, როცა ლამპარდს არ ჩაუთვალეს ნამდვილი გოლი გერმანიასთან. ინგლისელები ფლობდნენ უპირატესობას და დაიმსახურეს გოლი, მაგრამ მსაჯის შეცდომის შემდეგ გერმანელებმა მოუმატეს და მოედანზე ძალთა თანაფარდობა სრულიად შეიცვალა.

ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორია, შესაძლოა, სულ სხვანაირი ყოფილიყო. დადგა დრო, ბოლო მოეღოს შეცდომებს", - განაცხადა მარადონამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული