ტრანსფერ-ONLINE: 1-ლი აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:06 "ჩელსის" ფორვარდი მიშუ ბატშუაი "მარსელს" აინტერესებს. L'Equipe წერს, რომ ბელგიელს მხოლოდ ძირითადი ფორვარდის როლზე აქვს პრეტენზია და "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ერთი სეზონის სკამზე გატარებას არ აპირებს.

13:15 "ჩელსი" განიხილავს დენი დრინკუოტერის შეძენის ვარიანტს, რათა შეცვალოს ნემანია მატიჩი. ამის შესახებ წერს Sky Sports.

13:24 მესამე ინფორმაცია "ჩელსიზე": ლონდონელებს აინტერესებთ "მონაკოს" მცველი ჯიბრილ სიდიბე.

13:26 ოფიციალურად! "ქონიასფორის" ფორვარდი რიად ბაიიჩი "უდინეზეში" გადავიდა 5.5 მილიონ ევროდ. 2015 წელს თურქებმა ბაიიჩი მხოლოდ 500 ათას ევროდ შეიძინეს. შარშან ფეხბურთელმა 17 გოლი გაიტანა და მისმა
ფასმა აიწია.

13:29 ოფიციალურად! "გალათასარაიმ" გაიფორმა "ოსმანლისფორისა" და სენეგალის ნაკრების ნახევარმცველი პაპე ნ'დიაიე. ტრანსფერი 7.5 მილიონი ევრო დაჯდა.

13:35 "ლივერპულმა" უარყო "ბარსელონას" 100-მილიონიანი წინადადება ფილიპე კოუტინიოსთან დაკავშირებით.

13:37 "სპარტაკისთვის" უარის თქმის შემდეგ ჰოლგერ ბადშტუბერმა მალე იპოვა ახალი გუნდი. Kicker წერს, რომ მცველი "შტუტგარტს" მოელაპარაკა. ბადშტუბერი "ბაიერნიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

13:39 "ჩელსიმ" 30 მილიონი ევრო შესთავაზა "არსენალს" ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის სანაცვლოდ, - წერს Express. მას ერთი წელი რჩება კონტრაქტით "არსენალში". ოქსლეიდ-ჩემბერლენზე "ლივერპულიც" აცხადებს პრეტენზიას.

13:42 36 წლის ეშლი კოულმა, რომელიც შარშან "ლოს ანჯელეს გელაქსიში" თამაშობდა, დაადასტურა, რომ ინგლისში დაბრუნება სურს. Sky წერს, რომ "ბირმინგემი" ერთ-ერთი ვარიანტია.

14:13 ფერნანდო თურქეთში გადაფრენისთვის ემზადება. BBC წერს, რომ "გალათასარაიმ" თვალი დაადგა "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს და გვარდიოლაც არ არის ტრანსფერის წინააღმდეგი.

14:41 ოფიციალურად! "ალავესმა" "მილანიდან" გამოისყიდა როდრიგო ელი. კონტრაქტი ოთხწლიანია. წინა ნახევარი წელი ელიმ "ალავესში" იჯარის წესით გაატარა. ესპანელებს ეს გარიგება 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.

14:53 მართალია, იურგენ კლოპი ამტკიცებს, რომ არანაირ თანხად არ შეელევიან ფილიპე კოუტინიოს, მაგრამ Daily Mirror წერს, რომ "ლივერპული" განიხილავს რენატო სანჩესს ბრაზილიელის იდეალურ შემცვლელად. პორტუგალიელი "მილანსა" და "ჩელსისაც" აინტერესებთ.

15:08 ხავი გარსიამ კონტრაქტი შეათანხმა "ბეტისთან". Football Espana წერს, რომ "ზენიტის" 30 წლის ფეხბურთელი სევილიაში ოთხი სეზონით გადავა.

15:32 ოფიციალურად! ხესუს ნავასი "სევილიაში" გადავიდა, როგორც თავისუფალი აგენტი. "მანჩესტერ სიტის" ფრთა ოთხწლიანი განშორების შემდეგ ბრუნდება ესპანურ კლუბში. "სევილიასთან" ახალი კონტრაქტი ოთხწლიანია, ხელფასი - 2 მილიონი წელიწადში.

15:49 Gazzetta dello Sport წერს, რომ "მარსელი" ფორვარდს ეძებს და ოლივიე ჟირუ და კარლოს ბაკა აინტერესებს.

16:02 The Mirror წერს, რომ "არსენალმა" შეადგინა არასასურველი მოთამაშეების სია. მათ შორის არიან: ჯეკ უილშირი, ლუკას პერესი, დავიდ ოსპინა, მატიო დებუში, კირან გიბზი და კალუმ ჩელმერსი.

16:06 კელეჩი იჰეანაჩო სამედიცინო შემოწმებას გადის "ლესტერში". The Telegraph-ის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 30 მილიონ ევროს უტოლდება.

16:08 ოფიციალურად! "სენტ ეტიენმა" შეიძინა "ემპოლის" ნახევარმცველი ასანა ელ-ჰაჯი 5 მილიონ ევროდ. 19 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ტოსკანაში ორი წლის განმავლობაში 48 მატჩი ჩაატარა.

16:11 ოფიციალურად! "მანჩენსტერ სიტიმ" იჯარით "ხირონაში" გაუშვა ალეიშ გარსია. The Mirror-მა დაწერა, რომ გვარდიოლამ სათანადოდ შეაფასა მოთამაშის პოტენციალი და არ გაყიდა ფეხბურთელი.

16:26 რობი კინი რადიკალურად იცვლის სიტუაციას. იგივე The Mirror-ის ინფორმაციით, "ატლეტიკო კალკუტა", რომელსაც "ტოტენჰემში" კინის ყოფილი თანაგუნდელი ტედი შერინგემი ავარჯიშებს, პრეტენზიას აცხადებს 37 წლის ვეტერან ირლანდიელზე.

16:33 "ბარსელონაც" აპირებს ბალასტის მოშორებას. Marca წერს, რომ კატალონიელებმა ტრანსფერზე დააყენეს ანდრე გომეში. გასულ წელს, "ბარსამ" ეს ფეხბურთელი 35 მილიონ ევროდ შეიძინა.

16:45 დადასტურდა წინა დღის ინფორმაცია: ნეიმარმა დაასრულა ჩინეთში კომერციული მგზავრობა და დოჰაში გაფრინდა. იქ ის შეხვდება "პარი სენ-ჟერმენის" მეპატრონეებს. ამის შემდეგ ბრაზილიელი სამშობლოში გაემგზავრება, რათა თავის მომავალზე იფიქროს, - წერია Mundo Deportivo-ში.

16:52 "დორტმუნდის" თინეიჯერი ნახევარმცველი ემრე მორი "ფიორენტინას" ინტერესთა სფეროში მოხვდა. ფლორენციელებმა გერმანელებს 12 მილიონი ევრო შესთავაზეს 20 წლის თურქში, - წერს Football Italia.

17:09 როტერდამის "სპარტა" და "ჰამბურგი" რიკ ვან დონგელენის ტრანსფერზე მუშაობენ. 18 წლის მცველისთვის ჰოლანდიელები 3 მილიონ ევროს მიიღებენ. გასულ წელს, ვან დრონგელენმა 31 მატჩი ჩაატარა "სპარტას" ძირითად შემადგენლობაში.

17:15 "ჰანოვერი" "ლივერპულიდან" იჯარის წესით აპირებს ლაზარ მარკოვიჩის აყვანას. თუმცა, ინგლისურ კლუბს ურჩევნია მარკოვიჩი დაახლოებით 20 მილიონ დოლარად გაყიდოს. ამიტომაც ამჯობინებს, "ფიორეტინასთან" აწარმოოს მოლაპარაკებები, რადგან იტალიური კლუბიც დაინტერესებულია მარკოვიჩით.

17:22 "ჩელსის" ნახევარმცველი მარიო პაშალიჩი მალე "სპარტაკში" გადავა. მისი ხელფასი წელიწადში 2.5 მილიონი ევრო იქნება.

17:30 "არსენალმა" დაადასტურა, რომ ალექსის სანჩესი გრიპისგან გამოკეთდა და ლონდონური კლუბის ბაზაზე გამოცხადდა სავარჯიშოდ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ჩილელის "არსენალიდან" სავარაუდო წასვლის საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი.

17:33 კოსტას მანოლასი მალე გააგრძელებს კონტრაქტს "რომასთან". ახალი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. რომაელები ამით თავს დაიცავენ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" და "არსენალისგან", რომლებსაც აინტერესებდათ ბერძენი მცველი.

17:43 ოფიციალურად! "მანჩესტერ სიტიმ" "ხირონას" იჯარის წესით დაუთმო დუგლას ლუიში. ეს ფეხბურთელი ინგლისურმა კლუბმა "ვასკო და გამასგან" ივნისში შეიძინა. "სიტიმ" 13 მილიონი ევრო გადაიხადა.

17:52 ოფიციალურად! ჯოელ ველტმანმა გააგრძელა კონტრაქტი "აიაქსთან". ჰოლანდიის ნაკრების 25 წლის მცველი ამსტერდამში კიდევ სამი წელი დარჩება - 2020 წლამდე.

18:26 "მილანმა" 30 მილიონი ევრო გამოჰყო ბალდე კეიტას შესაძენად. Football Italia-ს ინფორმაციით, "როსონერი" კონკურენციას უწევს "იუვენტუსს", რომელიც 20 მილიონს იხდის "ლაციოს" ფეხბურთელში.

18:30 ოფიციალურად! "აიაქსმა" გაიფორმა თავისუფალი აგენტი, მეკარე კოსტას ლამპრე. კონტრაქტი ერთწლიანია.

19:00 "უოტფორდს" სურს იჯარით ტიმოტი ფოსუ-მენსას აყვანა. "მანჩესტერ იუნაიტედი" გადაწყვეტილებას სუპერთასის შემდეგ მიიღებს.

19:06 "მანჩესტერ სიტი" და "ნიცა" ახლოს არიან სამირ ნასრისთან დაკავშირებით შეთანხმებაზე. "სიტი" ფრანგს" 12 მილიონ ევროდ შეიძენს, - ამტკიცებს Daily Mail.

19:40 ნეიმარი ბარსელონაში ჩაფრინდა. ადრე იტყობინებოდნენ, დოჰადან ბრაზილიელი სამშობლოში გაემგზავრებოდა, მაგრამ ახლა AS წერს, რომ ნეიმარი ესპანეთის სუპერთასისთვის ემზადება და არსად გამგზავრებას არ აპირებს.

20:06 "ტორინოს" პრეზიდენტის თქმით, ანდრეა ბელოტი კლუბში დარჩება, ისევე, როგორც კლუბის სხვა ლიდერები.

20:12 "ინტერის" ფეხბურთელი მურილიო "ვალენსიაში" გადადის. ესპანური კლუბი ფეხბურთელში 15 მილიონ ევროს იხდის, - წერს Football Espana.

20:18 ოფიციალურად! "ბურსასფორმა" სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა "უდინეზესა" და განას ნაკრების ნახევარმცველი ემანუელ აგემანგ-ბადუ. აფრიკელისთვის "მიდლსბრო", "ბირმინგემი" და "ჰადერსფილდიც" იბრძოდნენ.

20:28 ხავიერ ერნანდესმა "ვესტ ჰემში" მე-17 ნომერი აირჩია.

21:14 "პარი სენ-ჟერმენი" მალე გაყიდის სერჟ ორიეს. Independent-ის მონაცემებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები მცველთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული