[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბრალია?

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთი დღეს არნახულადაა დაკნინებული: გნებავთ - საკლუბო და გნებავთ - სანაკრებო დონეზე. ვინ არის დამნაშავე? კითხვა აქტუალური და ლოგიკურია.

დღეს ჩვენს საფეხბურთო თემში ძალიან პოპულარულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყველაფერში დამნაშავეები ჟურნალისტები ვართ. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ მოსაზრებას ჩვენი კლუბების არაერთი ხელმძღვანელიც იზიარებს და გვინდა თუ არა, ამ ნააზრევის გავრცელება ხდება ხალხშიც. იქნებ ბევრი გულშემატკივარიც ასე ფიქრობდეს...

ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, ნათქვამია. ჩვენ ვერაფრით გავექცევით იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა აკისრებს მასში მოღვაწე და მოტრიალე თითოეულ
ადამიანს, მაგრამ ვერც იმას დავიჯერებ, თითქოს ყველაფერი ჩვენი ბრალი იყოს და ჩვენი ფეხბურთის დაქცევა-დაჩაჩანაკება სათავეს ჟურნალისტებიდან იღებდეს.

თუნდაც, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რომ ავიღოთ, ჩემი აზრით, დღეს ჩვენში ქვეყნის პირველობა იმაზე უკეთ შუქდება, ვიდრე ამ ჩემპიონატში ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენი ბრალი, ალბათ, ის არის, ხშირად ცოტა ზედმეტი რომ მოგვდის, რომ ვცდილობთ, სიტუაცია შედარებით ნათელ ფერებში დავანახვოთ ხალხს... თუმცა ცხადია, კრიტიკასაც არ ვივიწყებთ...

ეჭვგარეშეა: არის მთელი რიგი თამაშებისა საქართველოს ჩემპიონატში, პირუთვნელად რომ აღწერო ყველაფერი, ყველაფერს რომ თავისი სახელი დაარქვა, სტადიონზე ამდენი მაყურებელიც აღარ ივლის. ალბათ, ეს ჩვენი ბრალია - სიმართლე ერთია და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

ჩვენი ბრალია ისიც, რომ მხოლოდ ნაწილობრივ ხდება ქართულ ფეხბურთს მიტმასნილი უამრავი ხორცმეტის მხილება. არადა, მათ ისე შეჭამეს ქართული ფეხბურთი, როგორც მუმლმა მუხა და ფილოქსერამ - ვენახი.

ჩვენი ბრალია, ალბათ, ისიც, რომ დღეს არაერთ ქართველ ფეხბურთელს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. თავი მესი და რონალდო თუ არა, გრიზმანი და რიბერი მაინც ჰგონია. არადა, გამოჩნდება ვინმე - სხვაზე ოდნავ უკეთესი, დიდი სიხარულიც გვიპყრობს, მაგრამ ზომიერების გრძნობას რომ არ ეღალატება, ეს კი გვავიწყდება.

ქართული საფეხბურთო თემი პატარაა. ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ყოველდღე ხვდება. ჩვენი ბრალია დასტურ ისიც, რომ ყოველთვის ყველაფერს ბოლომდე არ ვეძიებით. არ ვწირავთ ადამიანებს და ხშირად ნახევარ სიმართლეს ვამბობთ. არადა, სხვანაირად რომ მოვიქცეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების ნახევარს თავი არ გამოეყოფოდა...

იქნებ ჩვენი ბრალია ისიც, რომ ქართული კლუბების აბსოლუტურ უმრავლესობას საერთო არაფერი აქვს ევროპულ გეზთან, ჩვენი მწვრთნელებისა თუ ხელმძღვანელების დიდი ნაწილი გაურკვევლობაშია და ბოლომდე თვითონ არ იცის, რა უნდა ფეხბურთში; რომ ჩვენი სტადიონები ყველაფერს ჰგავს,  სტადიონების გარდა; რომ საქართველოში ფეხბურთი თანდათან კარგავს სპორტის ფლაგმანის მისიას, რომ ჩვენმა ნაკრებმა როდის მოიგო ბოლო ოფიციალური თამაში, კარგად აღარც გვახსოვს...

კიდევ ბევრი "რომ" და კიდევ ბევრი "იქნებ" შეიძლება ვახსენოთ, მაგრამ საჭირო აღარ არის.

დღეს, როცა ქართული ფეხბურთის ყოველდღიურ ყოფაში მილიონი ნაკლია, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ჩვენი ამქარი ასცდება, მაგრამ უნდა დაიწეროს ერთმნიშვნელოვნად: დღევანდელ ქართულ ფეხბურთში თუ რომელიმე სეგმენტი არის სუფთა და გაუსვრელი, თუ შეიძლება, ვინმეს იმედი გვქონდეს უკეთესობისთვის ბრძოლაში (და ეს დიდი ომი აუცილებლად გადასახდელია), თუ სადმე არის რესურსი, რომელსაც სჭირდება ამოქმედება, ეს უდავოდ ჟურნალისტები არიან.

იმაშიც ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ მცირე უკეთესობა, მცირე წინსვლა და ჩვენი ნიჭი და უნარი სულ სხვანაირად წარმოჩნდება. სხვა საქმეა, რომ ჟურნალისტი უშუალოდ ვერ განაპირობებს ამ პროგრესს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არანაირი ბერკეტი არ უპყრია ხელთ.

ჩვენი საქმე და საკეთებელი უკეთესად მაშინ კეთდება და ჩანს, როცა საფეხბურთო მექანიზმი გამართულად მუშაობს. დღეს კი ბევრისთვის მთავარ დამნაშავედ მაინც ჟურნალისტი რჩება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება ეს არის საპირისპირო იმისა რაც უნდა ხდებოდეს სინამდვილეში, საფეხბურთო აკადემიებში მოიყვანეს მწვრთნელები რომლებსაც არ აინტერესებთ გაზარდონკარგი ფეხბურთელები, ერთმა საქვეყნოდ ცნობილმა საფეხბურთო სკოლის დირექტორისთვის შეუთავაზებიათ კარგი ბავშვი , გამოზარდე და გაყიდეო, მას უპასუხნია, მომაშორე ძმაო ეგ ბავშვი მე მის გაზრდას ველოდოო, დღეს მომცესო ფული ამ ბავშვის მშობელმა და გავზრდიო, ფეხბურთელადო!
giorgi
12 აგვისტო 2017 13:06
0
ამ სტატის ავტორი მართლა ჟურნალისტურად გადმოგვცემს,მაგრამ იმ ძალათი ჟურნალისტებს და კომენტატორებს რა ეშველებათ?არანაირი პროფესიონალიზმი არა აქვთ და მათი აზრით არ სჭირდებათ!ფეხბურთელებს რაც შეეხება ერთი სიტყვით ვიტყვი:ვოლკოვის პირველი გოლი იუცხოვა ქართველმა მაყურებელმა!ეს გოლი თავდადებული ფეხბურთელის გოლი იყო,არადა აჩვენებენ ვიღაცის პენალს,ვიღაცის მოტყუებას,ვიღაცის დებილურ გოლებს და ასეთ გოლზე არავითარი გამოხმაურება!ეს ბიჭი სანაკრებოა,მაგრამ "არ სჭირდებათ"!მართალია სტატიის ავტორი,როცა ამბობს:"ყველაფერი რომ აღვწერო,დარჩენილი მაყურებელიც აღარ ივლის"-ო"! საჩქაროა მკაცრი ხელი,მაგრამ ყველამ შავი ფული შეიყვარა და არა ფეხბურთი.
ირაკლი და ..............
10 აგვისტო 2017 11:13
0
ჟურნალისტები ფაქტებს კი არ ეყრდნობით ჭორაობის დონეზე წერთ, ან სულაც ტყილს წერთ თითქოს საქართველო დიდი ქვეყანაა და რაიმეს გადამოწმება რთულია, გააღებ შე დალოცვილო აღმოსავლეთით ფანჯარას და წითელ ხიდს დაინახავ თუ დასავლეთისას გაარებ შეიძლება შავ ზღვაში გადავარდე. მერე კიდევ ადრე სულ არ იყო ახლა ხომ უფასოდ ხმლებივით იქნევთ მობილურებს რა რთულია ფაქტების გადამოწმება? კომუნისტების დროს გაზეთში რომ დაიბეჭდებოდა რაიმე ამბავი,ის ისეთი სიმართლე იყო სანაძლეოს დადებდი კაცი და მოიგებდი კიდეც, ახლა სანაძლეოს კი არა მკითხაობ ნეტა თუ მართალიაო.
კოტე
09 აგვისტო 2017 15:18
0
90-იანი წლების დასაწყისში როცა ქართული ფეხბურთი ეროვნულ საქმეს გვერდით დაუდგა, სწორედ მაქედან დაიწყო მეთოდურად და მიზანმიმართულად მისი ნგრევა. მტერმა შესანიშნავად იცოდა თუ რა გამაერთიანებელი ძალა ქონდა ქვეყნისათვის სპორტის ამ სახეობას.
ზურაბ
02 აგვისტო 2017 16:01
0
ყველაზე მაგარი ჟურნალისტები ხართ. თქვენ გტკივათ და გიყვართ ყველაზე მეტად ქართული ფეხბურთი.
ოპააა...
02 აგვისტო 2017 12:23
1
პროფესიონალიზმი აკლია ყველას. ჯურნალისტს,ფეხბურთელს,მწვრთნელს თუ მენეჯერს. ერთი სიტყვით არაპროფესიონალიზმის და სიღატაკის ბრალია ჩემი აზრით!
ალექსანდრე უბირია
02 აგვისტო 2017 11:34
0
Liga3 is damaged rato stain ahukebs
Java nadiradze
02 აგვისტო 2017 10:51
0
სომხურ ვოტგნდაკ-ზე,რუსულ ნაგამიაჩ-
ზე გსმენიათ რამე? არა რა თქმა უნდა
ყველგან ფუტბოლი ჰქვია.
ასე რომ ქართული ფუტბოლია
დაკნინებული და არა ფეხბურთი.
ბურთით თამაშს ბურთაობა ჰქვია.
ქართული ლელოა, ჩვენ კი სხვისი
ყანის თოხნას ნუ გადავყვებით, მაშინ
როდესაც საკუთარი ყანა სადა გვაქვს
არც კი გვაინტერესებს.
ბრიტანელები იდიოტები იყვნენ
ლელოს მაგვარი თამაში 2 თამაშად,
რომ დაშალეს? ე.ი. 150 წლით ჩამოვრჩებით ბრიტანელებს თუ მათზე
მეტი კონსერვატორები ვართ?
მიზეზი დაკნინების კომლექსურია დაწყებული ფიფა-დან და იმით
დამთავრებული რომ მძლეოსნობაა
90%, ჩვენ კი მძლეოსნობაში არც ისეთი ნიჭიერები ვართ, როგორც
იმპროვიზაციაში.
ვეტერანი
02 აგვისტო 2017 10:47
1
ჟურნალისტებმა უნდა თქვათ სათქმელი ბოლომდე.დღეს საქართველოში ფეხბურთი არის კარიკატურის დონეზე.გუნდების დიდ უმრავლესობას არ გააჩნია საკუთარი სტადიონი,ბაზა,ტრანსპორტი და საკუთარი სკამი დასაჯდომი.რომელ ფეხბურთის განვითარებაზეა საუბარი როცა გუნდები მომთაბარე ბოშებივით დადიან სხვადასხვა სტადიონებზე სათამაშოდ?ან ეს სახელმწიფოს დახმარება სად იხარჯება და ვინ იჯიბავს კაცმა არ იცის.ფეხბურთელები და მწვრთნელები დადიან გუნდიდან გუნდში სადაც 100 ლარით მეტს გადაუხდიან იქ.სად გაგონილა ყოველ 3 თვეში ახალი გუნდის გაკეთება?ძალიან ბებრი პრობლემაა და გვინდა ყარაბაღი დავამარცხოთ და სხვები მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება იმ ზემოჩამოთვლილი პრობლემების ჰამო.
გოჩა
02 აგვისტო 2017 10:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული