რაფაელ მარკესს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა

AutoSharing Option
მექსიკური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა რაფა მარკესი იმ პირებს შორის მოხვდა, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე იმ 22 პირის ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. ამ სიაშია მარკესიც, რომელსაც ამერიკელები მექსიკური ნარკომაფიის მონაწილედ და მის ლიდერთან, ფლორეს ერნანდესთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ.

"ამ მამაკაცს ფლორეს ერნანდესთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს. ის მფარველობდა ერნანდესსა და მის ორგანიზაციას, რომელიც ნარკოვაჭრობით იყო დაკავებული", - ვკითხულობთ მარკესის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე.

რაფაელ მარკესს ისეთ გუნდებში უთამაშია,
როგორებიც "მონაკო" და "ბარსელონაა". ფეხბურთელი, რომელიც ახლა 38 წლისაა, მშობლიური "ატლასის" ღირსებას იცავს. ბოლო 20 წელია, ის მექსიკის ნაკრებშიც თამაშობს, რომლის მაისურით 143 შეხვედრა ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამერიკა რომ უსტვენს აქამდეც ცხადი იყო მარა ეხლა მთლად გაუბერა.
კოტე
11:22 10-08-2017
0

სიახლეები პოპულარული